1 აგვისტოს, მოზარდთა განათლების ცენტრის ოფისში „სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაფართოება სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრული მონაწილეობისთვის“ პროექტის ფარგლებში მეორე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა. სამცხე-ჯავახეთის ეთნიკური უმცირესობების დასაქმების პრობლემის განხილვას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ჯავახეთის ახალგაზრდობა ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ ჯავახეთში მოქმედი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების წარმომადგენლები: ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგურიდან და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზიდან. სახელმწიფო სტრუქტირებიდან, მოწვეული რეგიონული და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ასევე არ ესწრებოდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებზე სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განიხილებოდა შემდეგი თემები:
1. საზღვარგარეთ ფულის გამომუშავებით გამოწვეული პრობლემების ხედვის ოპტიმიზაცია
2. განათლების სისტემაში არსებული პრობლემების გადახედვა, რის გამოც შრომის ბაზარზე მიწოდება და მოთხოვნა ერთმანეთს არ შეესაბამება.
3. სამცხე-ჯავახეთის ეკონომიკური განვითარების ბარიერების გადახედვა ადგილობრივი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ტურიზმის განვითარების კონტექსტში.
„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა დასაქმება, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახების 57% საზღვარგარეთ შრომით მიღებული ფინანსებით ცხოვრობს“, – ასე დაიწყო პრეზენტაცია შრომითი მიგრაციის პრობლემის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია საზღვრების“ დირექტორმა რიმა ღარიბიანმა.
დამსწრეებს წარუდგინეს დასაქმების პრობლემა, საიდანაც სხვები წარმოიქმნება, მაგალითად, გენდერული პრობლემები, ოჯახური პრობლემები, დოკუმენტებთან დაკავშირებული პრობლემები, დაბრკოლებები მოსახლეობის ინტეგრაციაში, სამოქალაქო პასიურობა, ეკონომიკური დამოკიდებულება, პროპაგანდაზე ზემოქმედება, ახალგაზრდების დაბალი ინტერესი.
მეორე პრობლემა, რომელიც ახალქალაქის ბიზნეს ცენტრის ორგანიზაციის დირექტორმა მახარე მაცუკატოვმა წარმოადგინა, უფრო სახელმწიფოთაშორის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტს და კონკრეტულად რკინიგზის ქართულ მონაკვეთზე ადგილობრივების დასაქმებას ეხებოდა. ამ ნაწილში სპიკერებმა გაიხსენეს, რომ 2019 წელს, როდესაც რკინიგზის კოლეჯმა ახალქალაქში პროგრამის პრეზენტაცია გააკეთა, ითქვა, რომ კოლეჯმა შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზასთან“ გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი, რათა კოლეჯის სტუდენტებმა სწავლასთან ერთად მუშაობა შეძლონ. თუმცა ამ თანამშრომლობის შედეგი ადგილზე არავის უგრძვნია. ასევე გაურკვეველია არის თუ არა პოტენციურად მოთხოვნადი სამუშაო ადგილების სია და კონკრეტულად რა სპეციალობებია საჭირო. გაიხსნება თუ არა ტერმინალი ახალქალაქის სადგურზე, სადაც ტვირთი ჩაიტვირთება/გადიტვირთება? თუ ეს იგეგმება, როდის გაიხსნება ეს ტერმინალი. რა წინაღობები არსებობს მსხვილი ბიზნესის ინვესტიციებისთვის და რა არის საჭირო გადამამუშავებელი ან/და საწარმოო ბიზნესის მხარდასაჭერად.
ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორის, შორენა თეთვაძის ბოლო პრეზენტაცია განათლების სფეროში არსებულ პრობლემებს ეხებოდა. ითქვა, რომ სკოლამდელ დაწესებულებებში სპეციალისტების ნაკლებობაა. მასწავლებლების უმეტესობას არ აქვს შესაბამისი განათლება. ისაუბრეს სკოლებში მასწავლებლების უკმარისობაზე, ძირითადად საბუნებისმეტყველო საგნებში: ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა, მათემატიკა, გეოგრაფია, ისტორია, სამოქალაქო განათლება… პრობლემამ იმასაც გაუსვა ხაზი, რომ აბიტურიენტთა უმრავლესობა კვლავ ანიჭებს უპირატესობას „პრესტიჟულ“ ფაკულტეტებს. ხოლო ტექნიკურ/პროფესიულ განათლებაში არის დაბალი ინფორმირებულობა, დაბალი ინტერესი.
დისკუსიის დროს თითოეულმა წარმომადგენელმა გააზიარა, რას აკეთებს მათი ორგანიზაცია და ასევე ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით. დამსწრეებს ყველაზე მეტი შეკითხვა დასაქმების სააგენტოს წარმომადგენელთან ჰქონდათ. და ბევრი რამ, რაც წარმომადგენელმა ისაუბრა მრგვალ მაგიდასთან, მონაწილეებმა პირველად გაიგეს.
შეგახსენებთ, რომ ეს იყო მეორე ვორქშოპი აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, რომელსაც პლატფორმა სამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან – „ღია საზღვრები“, „მოზარდთა განათლების ცენტრი“, „ახალქალაქის ბიზნეს ცენტრი“- ახორციელებს. შეხვედრები იმართება „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრული მონაწილეობისთვის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც HEKS EPER ორგანიზაციის მიერ სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პლატფორმა შეხვედრებისა და დისკუსიების პროცესში აანალიზებს დისკუსიების დროს გაჟღერებულ რეკომენდაციებსა და იდეებს, რათა სამცხე-ჯავახეთში ეთნიკურად სომხების დასაქმების პრობლემის შესაძლო გადაჭრის მიზნით რეკომენდაციები შეიმუშავოს.