საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიხედვით, ამ დღეებში მონიტორინგის დეტალურ წესებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ადგენს. მაგრამ უკვე ცნობილია, რომ უფლებამოსილი პირი თითოეული პირის მონაცემების, მათ შორის პერსონალური მონაცემების მიუწოდებლობისთვის დაჯარიმებას შეძლებს. ადამიანის რა ძირითად უფლებებს არღვევს „გარე გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი – Jnews-ის სტატიაში.
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირისთვის ამ კანონის შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაციის არ მიწოდება იწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით“, – ვკითხულობთ „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში პერსონალური ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით. კითხვისას ვხვდებით, რომ დაჯარიმების შემთხვევაშიც კი, პირმა, ვისაც ინფორმაცია სთხოვეს, ის უნდა გასცეს, თუნდაც გადაიხადოს ჯარიმა, ეს არ ათავისუფლებს მას ინფორმაციის გაცემის პასუხისმგებლობისგან, თუნდაც პირადი ხასიათის. ასევე, გასაჩივრებაც კი არ “წყვეტს მის მოქმედებას”.
აღნიშნულ კანონს სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის მრავალი წარმომადგენელი დისკრიმინაციულად მიიჩნევს, მაგრამ ეს კონკრეტული მუხლი, უფლებადამცველების აზრით, ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლების დარღვევად ითვლება. ეს ნაწილი ერთ-ერთია იმ მრავალთაგან, რის გამოც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს ქვეყნის პრეზიდენტმა და სხვადასხვა ორგანიზაციამ.
„საერთო ჯამში კანონს ბევრი პრობლემა და კითხვა აქვს. ამის შესახებ ბევრ პლატფორმაზე საუბრობდნენ. ბევრი საკამათო სტატიაა, მაგალითად, პერსონალური მონაცემების ნაწილი. იურიდიული თვალსაზრისით, პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით სერიოზული პრობლემები არსებობს. ამ პირს (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ პირს) უფლება აქვს მოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია, არ არსებობს მკაცრი შეზღუდვები, ეს კატეგორია შეიძლება, ის არ შეიძლება. ერთადერთი გამონაკლისი- სახელმწიფო საიდუმლო. და აღნიშნული საიდუმლოს გაუცემლობა უკვე არის დარღვევა და ჯარიმა. ასევე ფიზიკური პირებისთვისაც, რომელთა დაჯარიმებაც 5000 ლარით შეიძლება. თუნდაც საკამათო საკითხი იყოს, და ჯარიმა, ვთქვათ, უკანონოა, თუ გააპროტესტებ, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იპოვო ეს 5000 ლარი და გადაიხადო. შემდეგ თვეებისა და წლების განმავლობაში, სასამართლოს საშუალებით გაასაჩივრო და დაამტკიცო, რომ მართალი იყავი და სახელმწიფოსგან თანხის დაბრუნება მოითხოვო”,- ამბობს იურისტი ანდრანიკ მინასიანი.
ე.წ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის ჯარიმები საგრძნობია, რომელიც 25000 ლარიდან 5000 ლარამდე მერყეობს, ეს უკანასკნელი მოსახლეობას ამბის მიტანისკენ უბიძგებს.
„დღესდღეობით საქართველოში 5000 ლარი ბევრი ფულია და უბრალოდ უნდა გადაიხადო. როგორც წესი, სხვა შემთხვევაში, თუ სხვა დარღვევას ავიღებთ, თუ არ ეთანხმები და ასაჩივრებ, ჯარიმის გადახდის პროცესი იყინება და სასამართლო პროცესის დროს ვალდებული არ ხარ გადაიხადო. სანამ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება არ გადაწყვეტს დამნაშავე ხარ თუ არა, მაგრამ ამ კანონით გასაჩივრება არ ყინავს ჯარიმის გადახდის პროცესს. ეს ხდება იშვიათ შემთხვევებში. პასუხისმგებელმა პირმა, რომელმაც უნდა განახორციელოს მონიტორინგი, თუ დაგაჯარიმათ იმის ფიქრით, რომ ინფორმაციას ფლობთ, მაგრამ არ პასუხობთ ან არასწორად პასუხობთ, შეუძლია დაგაჯარიმოთ. ვთქვათ, შეგიძლიათ მიმართოთ ნებისმიერ ადამიანს ქუჩაში და მოითხოვოთ პასუხი. იმედია გადახედავენ ამას, იუსტიციის მინისტრი მოაგვარებს ამ საკითხს, ვისგან შეიძლება მოითხოვოს ინფორმაცია და ვისგან არა. მაგრამ კანონში განმარტებები არ არის და, შესაძლოა, ცვლილებებიც არ შევიდეს. მაგრამ ახლანდელ კანონს არანაირი შეზღუდვა არ აქვს და ყველას დაჯარიმება შეუძლია, არ აქვს მნიშვნელობა ინფორმაციას ფლობ თუ არა. და კიდევ, ის ფაქტი, რომ თქვენ არანაირი კავშირი არ გქონდათ და არ შეგეძლოთ ამ ინფორმაციის მოწოდება, სასამართლოში გასაჩივრებით უნდა დადასტურდეს. რეალურად რეესტრში რეგისტრაცია ეხება იურიდიულ პირებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას, მაგრამ ჯარიმების კუთხით ფიზიკური პირების დაჯარიმებაც შეუძლიათ“, – ამბობს ანდრანიკ მინასიანი.