ნინოწმინდელმა როზა კულახსიანმა წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი დაამთავრა – ის საერთაშორისო სპეციალისტია. ევროპულმა საგანმანათლებლო გაცვლის პროგრამამ მას საშუალება მისცა 4 თვით პარიზში ესწავლა, რაზეც ბავშვობიდან ოცნებობდა. ამ შესაძლებლობამ როზასთვის „რეალობის მასშტაბი შეცვალა“.
როზა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე 2019 წელს „1+4“ პროგრამით ჩაირიცხა. სპეციალიზაცია გაიარა ევროპაში, სწავლობდა ინგლისურ და ფრანგულ ენებს. ბავშვობიდან პარიზში სწავლაზე ოცნებობდა.
„Erasmus+ პროგრამის შესახებ თბილისში ჩავაბარების შემდეგ გავიგე. მაშინ პარიზში სწავლაზე ვოცნებობდი, მოსამზადებელ კურსზე თითქმის ყველა პროფესორი მეუბნებოდა, რომ ახლა უკვე ადვილი იყო გაცვლით სწავლა. ამან რა თქმა უნდა ძალიან დიდი მოტივაცია მომცა, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ უნდა ჩამებარებინა საზღვარგარეთ, რა კრიტერიუმებია საჭირო, რა გავაკეთო, ვის მივმართო… ზოგადად, ბევრი კითხვა იყო“, – ყვება როზა.
Erasmus — ევროპული საბჭოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ასევე პროგრამაში მონაწილე ზოგიერთი სხვა ქვეყნის, უნივერსიტეტებს შორის სტუდენტებისა და ხელმძღვანელების გაცვლის არაკომერციული პროგრამა.
უნივერსიტეტში ამ თემებზე ხშირად ატარებდნენ საინფორმაციო ტრენინგებს, როზა მათ ესწრებოდა, რატა გარკვეულიყო, გაცვლით პროგრამაში როგორ მიეღო მონაწილეობა.
„ფორუმებს ვკითხულობდი და აქტიურად მქონდა ურთიერთობა მეგობრებთან, ვისაც ამის გამოცდილება ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი იყო ინგლისური ენის ცოდნის მაღალი დონე და ძალიან მაღალი აკადემიური ქულა. მე ეს ყველაფერი მქონდა, პარიზში დავიწყე სპეციალობით პროგრამის ძიება“,- ამბობს ის.
იმ დროისთვის პარიზში საერთაშორისო ურთიერთობების ან პოლიტიკის პროგრამა არ აღმოჩნდა, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, როზამ საკუთარ ოცნებაზე არ თქვა უარი და აირჩია სხვა პროგრამა — საერთაშორისო მენეჯმენტი.
„ძალიან მინდოდა პარიზში მესწავლა. სხვა ქალაქში ან ქვეყანაში არ მინდოდა მესწავლა, არ მინდოდა უბრალოდ ტურისტულად ვყოფილიყავი პარიზში. კონკრეტული მიზანი მქონდა — პარიზში სწავლა და ცხოვრება. იმ დროისთვის, სამი წლის განმავლობაში ფრანგულ ენას, ფრანგულ პოლიტიკას და სოციალურ ასპექტებს ვსწავლობდი, და ძალიან მინდოდა ამ ყველაფრის ღრმად დანახვა. გარდა ამისა, ძალიან მინდოდა გამეგო, რა იყო ევროპული განათლება“.
დოკუმენტების შეტანა როზამ 2023 წლის თებერვალში დაიწყო, ხოლო პარიზში სწავლა 2023 წლის სექტემბერში დაიწყო. ამიტომ ყველა მსურველს აფრთხილებს, რომ Erasmus+-ში დოკუმენტების შეტანა გრძელვადიანი და შრომატევადი პროცესია.
2023 წლის თებერვალში როზამ საფრანგეთში პარიზ-ესტ-კრეტეის უნივერსიტეტში (UPEC) დაიწყო სწავლა. სწავლა 4 თვე გრძელდებოდა. აქამდე როზა არ იყო ევროპაში ნამყოფი. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოგზაურობაზე როზა დიდი ხანია ოცნებობდა და ფრანგულ ენას ფლობდა, პირველმა კვირებმა ახალ ქალაქში ადაპტაციის რთული პროცესის გარეშე არ ჩაიარა.
„სტუდენტებს ორი კვირიდან ერთ კვირამდე ესაჭიროებათ, რომ ადაპტაცია გაიარონ და მიხვდნენ, სად არიან, რა სურს მათგან ახალ უნივერსიტეტს, და როგორ უნდა მოიქცნენ უცხო ქვეყანაში. მაგრამ ადაპტაციის შემდეგ დაიწყო ევროპელი სტუდენტის ყველაზე საინტერესო და დატვირთული ცხოვრება. ძალიან ბევრი მეგობარი გამიჩნდა, ძალიან სწრაფად სევეჩვიე სასწავლო რიტმს და, რა თქმა უნდა, ბევრს ვმოგზაურობდი. ძალიან გამიმართლა, რომ იქ აღვნიშნე დაბადების დღე და ახალი წელი. საოცარი იყო“.
„ყველაზე მთავარი, რაც ამ სემესტრში მივიღე — განათლებაა. ეს ჩემი ინგლისურ ენაზე და ახალი საგნების სწავლის პირველი გამოცდილება იყო, არა ჩემი სპეციალობით, და, რასაკვირველია, რთული იყო. მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან კარგად დავეუფლე იგლისურ და ფრანგულ ენებს, უფრო კარგად შევისწავლე ევროპული კულტურა, ჯგუფურ პროექტებზე უფრო ეფექტური მუშაობა ვისწავლე, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის სტუდენტები გავიცანი…“.
მისი აზრით, ევროპული უნივერსიტეტის პროგრამა უფრო ინტენსიური და რთული იყო, ვიდრე ქართულის. როზა თვლის, რომ აღნიშნული პროგრამა რომ არ ყოფილიყო, ბევრს თვისებას ვერ შეიძენდა, რომელსაც ახლა ფლობს.
„შრომის ბაზარზე ახლა უფრო ფასეული სპეციალისტი ვარ“.
გარდა ამისა, მისი თქმით, საზღვარგარეთ ცხოვრება ადამიანს ფსიქოლოგიურად აძლიერებს, აიძულებს საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა.
„უფრო მშვიდი, ადაპტიური, სტრესისადმი მდგრადი ხდები, საუკეთესო საკომუნიკაციო უნარებს ივითარებ. ეს ძალიან ფასეული გამოცდილებაა, რომელიც ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციაში გეხმარება“.
„საუკეთესო პირადი თვისებები, რომელიც ამ სემესტრმა მაჩუქა, მდგომარეობს იმის გაცნობიერებაში, რომ ყველაფრის მიღწევა შემიძლია. წინაღობა არ არსებობს, რომელსაც მე ვერ გადავლახავ, არ არსებობს საზღვრები, რომელსაც ვერ წავშლი, რომ სურვილებსა და მიზნებს მივაღწიო“.
ის აღიარებს, რომ გამგზავრების წყალობით თავდაჯერებულობის უზარმაზარი ტალღა იგრძნო.
„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ცხოვრება „აქამდე“ და „ამის შემდეგად“ გაიყო. მსოფლიოს ერთ-ერთ დიდ და ცნობილ ქალაქში ცხოვრებით, გავაცნობიერე, რომ ჩემი რეალობის მასშტაბი შეიცვალა“.