იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ტელეკომპანიები ფინანსურად განსხვავდებიან სხვა სახის მედიისაგან, რომლებიც მთლიანად გრანტებით ფუნქციონირებენ, ვინაიდან მათ აქვთ საკუთარი შემოსავალი რეკლამიდან, ექცევიან თუ არა ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონში? და როგორ იმოქმედებს კანონი ადგილობრივ, მუნიციპალურ მედიაზე, რომლებსაც ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება აფინანსებს, ამ თემებზე Jnews-ი მედია ექსპერტ ზვიად ქორიძეს ესაუბრა.
ზვიად ქორიძის თქმით, ამ დროისთვის უცნობია, რომელი ცენტრალური ტელევიზია ექცევა „უცხოური აგენტების შესახებ კანონის“ გავლენის ქვეშ. მიზეზი ის არის, რომ ტელევიზია არ აქვეყნებს თავის კომერციულ შემოსავალს.
„ყველა ტელევიზია, რომელიც „უცხო ძალებისგან“ 20 პროცენტს იღებს, ხოლო „უცხო ძალა“ არის ნებისმიერი – საჯარო სააგენტო, საერთაშორისო ფონდი ან კერძო პირი, რომელსაც აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეობა. ხოლო კონკრეტულად რომელი ტელევიზია მოხვდება უცნობია, რადგან ეს მათი კომერციული ინფორმაციაა, არ გაასაჯაროებენ. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ გვეცოდინება, 20%-ზე მეტი აქვთ თუ არა. ეს არის Formula, ან Mtavari, ან TV Pirveli”, – ამბობს ზვიად ქორიძე.
თუმცა, საქართველოში, განსაკუთრებით რეგიონებში, არიან მედია საშუალებები, რომლებიც იღებენ დაფინანსებას ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლებისგან, რა ელის ამ მედიასაშუალებებს?
„თუკი ისინი ადგილობრიბი ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, რა თქმა უნდა, ამ კანონში ვერ მოხვდებიან, მაგრამ სხვა აზროვნებაში მოხვდებიან, რადგან TV, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება – ეს არის ტელევიზია, რომელიც ადგილობრივი ან ცენტრალური ხელისუფლების შეკვეთებს იღებს. ჩვენ ყოველთვის ვთვლიდიდით, რომ აუცილებელია ადგილობრივი არხებისთვის ასეთი დოტაციური დახმარება ბიუჯეტიდან გაუქმდეს, რათა ისინი უფრო განვითარდნენ და ამ განვითარებაში მათ დაეხმარა საერთაშორისო დახმარება, რომელიც სხვადასხვა ფონდებიდან და სააგენტოებიდან მიიღეს. მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრი კერძო ტელევიზია უფრო მიდრეკილია დაიჯეროს, რომ მათთვის უკეთესია მიიღონ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ან რომელიმე ცენტრალური საბიუჯეტო ორგანოდან, რადგან ამაში მდგრადობას ხედავენ. ისინი ყურადღებას არ აქცევენ, რომ ამ წლების განმავლობაში ისინი თანდათან ნამდვილ პროპაგანდისტულ არხებად იქცნენ. მიუხედავად იმისა, რომ როდესაც ეს არხები დაარსდა, მათი მფლობელები ფიქრობდნენ, რომ ეს უნდა ყოფილიყო კერძო და პროგრესული TV რესურსები“, – ამბობს ზვიად ქორიძე.
აღსანიშნავია, რომ ახალქალაქისა და ნინოწმინდის ადგილობრივი ტელევიზიები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, რაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ ისინი არ მოხვდებიან კანონის გავლენის ქვეშ, ხოლო ახალციხის და ბორჯომის ტელევიზიები ძირითადად გრანტებით მუშაობენ და მოხვდებიან კანონის გავლენაში.