აშშ-ის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერს არის დაგეგმილი. არჩევნები ქვეყნის ისტორიაში რიგით მე-60 საპრეზიდენტო არჩევნები იქნება, რომელზეც აშშ-ს 47-ე პრეზიდენტი შეიძლება იყოს არჩეული, თუ 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არჩევნებში დამარცხდება. Jnews-მა შეეცადა გაერკვია, რას შეიძლება ნიშნავდეს საქართველოსთვის აშშ-ის ამა თუ იმ კანდიდატის გამარჯვება.
2022 წლის 15 ნოემბერს აშშ-ს 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი საარჩევნო კამპანიის დაწყება გამოაცხადა. 2023 წლის 25 აპრილს მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კანდიდატურა გამოაცხადა. თუ ბაიდენი და ტრამპი კვლავ იქნებიან ორი ძირითადი პარტიის კანდიდატები, 2024 წლის არჩევნები 1956 წლის საარჩევნო კამპანიის შემდეგ პირველი “გათამაშება” იქნება.
საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება სენატისა და წარმომადგენელთა პალატის არჩევნების პარალელურად; ზოგიერთ შტატში ასევე გუბერნატორებისა და საკანონმდებლო ორგანოების არჩევნები ჩატარდება.
არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს არის დაგეგმილი.
თუმცა რას ნიშნავს საქართველოსთვის ამა თუ იმ კანდიდატის გამარჯვება, რონდელის ფონდის პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი განიხილავს.
„უნდა ითქვას, რომ თავად რესპუბლიკური პარტია, რა თქმა უნდა, არ არის ცუდი, ვგულისხმობ აშშ-ს კონგრესის ან სენატის არჩევნებს, მაგრამ ტრამპს და მის ფრაქციას კონგრესში, რა თქმა უნდა, შეუძლიათ საერთაშორისო გარემოს გაფუჭება. აშშ-ს პარტნიორებთან ურთიერთობის მთლიანად გადატრიალება. მას უფრო მეტად აინტერესებს აშშ-ს შიგნით არსებული ვითარება. ის აბსოლუტურად ტოლენტარულად ეპყრობა არა მხოლოდ კონსერვატიულ, არამედ ულტრა მარჯვენა და ულტრა მარცხენა გამოვლენას რუსეთსა თუ ირანში, სადაც არ უნდა იყოს. თუმცა ირანი ამერიკელებისთვის პრესტიჟის მომენტია, და, შესაძლოა, მისი დამოკიდებულება ირანის მიმართ მკაცრი იყოს. მაგრამ რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, ტრამპი შეიძლება იყოს ბევრად უფრო მომთმენი და შეიძლება შეამციროს უკრაინის მხარდაჭერა, შესაძლოა რუსეთის პირობებზე მშვიდობის დამყარება სცადოს და მსგავსი რამ”.
გოგოლაძის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტის არჩევას საქართველოზეც აშკარა გავლენის მოხდენა შეუძლია.
საქართველომ ქვეყანაში დემოკრატიის მხარდაჭერის საკითხში შესაძლოა მტკიცე, მომთხოვნი პარტნიორი დაკარგოს,ტრამპს შეუძლია საქართველოში მომხდარ დემოკრატიულ პროცესებს შეუძლია შორიდან უყუროს. რაც შეეხება ბაიდენს, მას ასაკისა და შრომისუნარიანობის პრობლემა აქვს. საკითხავი ის კი არ არის, რომ ადმინისტრაციას, რა თქმა უნდა, შეუძლია მშვენივრად იმუშაოს პრეზიდენტის დიდი ჩარევის გარეშე, მაგრამ მას უბრალოდ პრობლემა აქვს იმის გამო, რომ ფიზიკური კონდიციის გამო შესაძლოა ხმების საჭირო რაოდენობა ვერ დააგროვოს. ახლა მიშელ ობამასა და კამილა ჰარისზეა საუბარი, მასზეც არის საუბარი, რომ შესაძლოა მისი კანდიდატურა დააწინაურონ, მაგრამ მეორე მხრივ, ეს ყველაფერი ივლისში, სადღაც 20-21 რიცხვში უნდა გადაწყდეს“, – ამბობს პოლიტოლოგი კახა გოგოლაძე.