არასამთავრობო ორგანიზაცია ISET-ის დამუშავებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში ყოველი მეოთხე ახალგაზრდა სამუშაოსა და განათლების გარეშე რჩება, ხოლო ევროკავშირში – ყოველი მეცხრე.
ISET-ი საქართველოში და ევროკავშირში ახალგაზრდების დასაქმებისა და განათლების შესახებ ქართულ და სომხურ ენებზე განრიგს აქვეყნებს. ამის ნახვა შესაძლებელია ISET-ის გვერდზე.
არასამთავრობო ორგანიზაცია ISET-ის მონაცემების თანახმად, საქართველოში 2,5-ჯერ მეტი უმუშევარი და განათლების არმქონე ახალგაზრდაა, ვიდრე ევროკავშირში.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს 15-24 წლის ახალგაზრდების 21% არის განათლების, სამუშაოს ან პროფესიონალური გადამზადების გარეშე. ხოლო 15-29 წლის ახალგაზრდებში ეს მაჩვენებელი 26,9%-ს შეადგენს.