რეგიონში განვითარებული მოვლენები პირდაპირ თუ ირიბად გავლენას ახდენს რეგიონის ყველა ქვეყანაზე. ყარაბაღის ომმაც და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტმაც თავისი კვალი დატოვა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე. კონკრეტულად რა გავლენას ახდენს რეგიონში განვითარებული მოვლენები სამხრეთ კავკასიაზე, როგორია მესამე ქვეყნების როლი ამ კონფლიქტში? ამ და სხვა საკითხებზე რონდელის ფონდის ექსპერტ, თურქოლოგ ზურაბ ბატიაშვილს ვესაუბრეთ.

– ბოლო წლების (რუსეთ-უკრაინის, ყარაბაღის ომი) და სხვა მოვლენებიდან გამომდინარე, როგორ შეიცვალა მესამე ქვეყნების, განსაკუთრებით თურქეთისა და რუსეთის გავლენა სამხრეთ კავკასიაზე?

-ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა ბოლო ორი სამი წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა ყველაზე მთავარი არის რუსეთ-უკრაინის ომი, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა, იმ მიზნით, რათა არა მხოლოდ უკრაინიას ტერიტოერიები, არამედ საერთოდ უკრაინის სახემწიფოებრიობის გაუქმება მოხდეს, ეს არის რუსეთის იდეა ამ შემთხვევაში და მისი სტრატეგიული მიზანი არის ახალი საბჭოთა კავშირის შექმნა. სახელს არ აქვს მნიშვნელობა რას დაარქმევენ რუსეთის იმპერიას, საბჭოთა კავშირს თუ სხვა, იდეა არის ის, რომ მან “ტერიტორიების შემოკრება” მოახერხოს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მონაწილეობით და თუ უკრაინაში ეს წარმატებული იქნებოდა, რა თქმა უნდა კიდევ უფრო პატარა ქვეყნები, როგორიც არის საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და ასე შემდეგ ესენიც მოხდებოდნენ შემდეგი სამიზნე, ახლაც ისევ სამიზნეშიც ჰყავს ამოღებული, უბრაოდ ახლა იმდენად არის უკრაინაში დაკავებული და ჭაობშია ჩართული ფაქტიურად, რომ მან ნაკლებად სცალია არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის, ევროპის ქვეყნებისთვისაც, როგორიც არის მოლდოვა, არამედ საკუთარი პრობლემების მიმართაც, ნახეთ რამოდენიმე დღის წინ იყო როგორი დიდი ტერაქტი დაღესტანში, რომლისთვისაც რუსეთის ხელისუფლება ფაქტიურად მოუმზადებელი იყო და გასარკვივი ისიც არის, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები, შვილები და ნათესავები იღებნენ ამაში მონაწილეობას. ამ ტერაქტის გამო მსხვერპლთა რაოდენობა 21 ამდე გაიზარდა, კიდევ უფრო მეტი დაჭრილია და დაშავებული. და მე ამით იმის თქმა მინდა, რომ რუსეთი სერიოზულ პრობლემაში არის ჩართული, საიდანაც მას ფაქტიურად კარგი გამოსავალი არ აქვს. რაც იყო ძალით შემნილი დაიშალა, ვგულისხმობ საბჭოთა კავშირს, და ვეღარ აღდგება, შეუძლებელი არის მისი აღდგენა. რაც შეეხება თურქეთს, თურქეთს თავისი ინრტერესები გააჩნია, ოღონდ რუსეთისგან განსხვავებით, მან აფასებს საკუთარ ძალას როიალისტურად, ის არ მიდის ისეთ თავგადასავლებში, როგორც რუსეთია წასული, მან იცის, მაგალითად, რომ ვთქვათ კავკასიაში თუ სჩერდება გავლენის გაზრდა, მისი ბუნებრივი მოკავშირე ამ შემთხვევაში არის აზერბაიჯანი და აზერბაიჯანის გაძლიერების გზით ძლიერდება იგი რეგიონში. მას ასევე რაც განასხვავებს რუსეთისგან არის ის, რომ ამ რეგიონში პირდაპირ სამხედრო ასე ვთქვათ ოპერაციებს თავად არ ატარებს, იმიტომ, რომ როდესაც უშულაოდ შენ იწყებ სამხედრო ოპერაციებს, არის იმის საშიშროება, რომ ჩარეთობი ამ ჭაობაში, როგორც მოხდა უკრაინის შემთხვევაში, სადაც რუსეთი ჩიხში არის შესული, ყოველდღიურად იხოცება მისი ჯარისკაცები, ეს ხალხი აკლდება ეკონომიკას, ეკონომიკური პრობლემები მოემატა, სანქციები დაუწესდა ქვეყანას, ასევე ნადგურდება სამხედრო ტექნიკა, რომელიც ვერ ისვება იმ რაოდენობით. რუსეთი ცდილობს, რომ მოლაპარარკებების თემა შემოიტანოს დღის წესრიგში, ოღონდ ეს მოლაპარაკებები თავის პირობებით უნდა, ანუ უნდა რომ დაპყოპრილი ტერიტეორიები მიიერთოს, მაგრამ ამის უფლება არავინ მისცემს.

– რა გავლენა იქონია ყარაბაღის ომმა და აზერბაიჯანის გამარჯვებამ სამხრეთ კავკასიაში თურქეთის როლზე? როგორ იმოქმედა აზერბაიჯანის გამარჯვებამ თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე?

რა თქმა უნდა უკვე იმოქმედა, თურქეთის გავლენა აზერბაიჯანის ხაზით გაძლიერდა, იმიტომ, რომ იგივე აზერბაიჯანიში ყველა კარგად ხვდება რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ ომში თურქეთის დახმარება, მათ შორის მსოფლიოს ისტორიაში პირველად იყო გამოყენებული დრონები, და დრონების მნიშვნელობა, რომელიც იგივე რუსეთმა სხვათაშორის გამოტოვა ეს და მის ყურადღების გარეთ დარჩა და ამ რუსეთ-უკრაინის ომში დავინახეთ, რომ ირანიდან მოუწია მას დრონების შეძენა და ახლა დაიწყო თვითონ აქ წარომება. დრონების საკითხი იგივე ყარაბაღის ომში შიძლება ითქვას, რომ გარდამტეხი იყო, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რაც განასხვავებდა ყარაბაღის მეორე ომს პირველი ომისგან. დრონების თემა, რომლეიც თურქებმა განავითარეს ძალიან წინ წავიდნენ, ამით მოხდა აზერბაიჯანის დახმარება, და აზერბაიჯანის გამარჯვების შემდეგა თურქეთის გავლენა რა თქმა უნდა გაიზარდა რეგიონში. ეს ეხება რა თქმა უნდა აზერბაიჯანს და ასევე საქართველოს და სომხეთსაც. მოგეხსნებათ, თურქეთს და საქართველოს შორის ყოველთვის ნორმალური ურთიერთობა არსებობდა, ახლა საქმე იქითკენ მიდის, რომ სომხეთსა და თურქეთს შორის მოგვარდეს სიტუაცია. ყოველ შემთხვევაში თუ ყველა პრობლემა ვერ აღმოიფხრევა, საზღვარი მაინც გაიხსნას, დიპლომატიური ურთიერთობები მაინც დამყარდეს, იმტომ, რომ როდესაც მეზობელი ხარ, გინდა არ გინდა შენ გჭირდება ურთიერთობა მასთან და მითუმეთეს იმ ფონზე, როდესაც სომხეთის ხელისუფლება სულ უფრო პროდასავლურ განცხადებებს აკეთებს და ნაბიჯებს დგამს დასავლეთთან მიმართებაში, რეგიონში ერთადერთი ნატოს წევრი ქვეყანა თურქეთია და ნორმალიზაცია ამ შემთხვევაში აუცილებელი არის, იმიტომ რომ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, გზა გჭირდება იგივე ევროპასთან.

– სომხეთს არაერთი მცდელობა აქვს თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, მაგრამ თუ გვერდიდან შევხედავთ, როგორც ჩანს, ორივე ზემოაღნიშნული სახელმწიფო ამ მიმართულებით ნაბიჯს არ დგამს, როგორ ფიქრობთ რატომ არის ასეთი შთაბეჭდილება?

დავიწყოთ თურქეთიდან, თურქეთი როგორც ვუყურებთ ამ ბოლო წლების განმავლობაში არც ერთი ისეთ ნაბიჯს არ დგავს, რომელიც აზერბაიჯანის პოზიციასთან რაღაც სახით წინააღმდეგობაში იყოს, ანუ თურქეთი აცხადებს, რომ თუ აზერბაიჯანთან მოაგვარებს პრობლემას სომხეთთან მიმართებაში, მაშინ ჩემთანაც არ იქნება პრობლემა ურთიერთობებზე. მთავარი პრობლემა ეხლა არის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, აქ ყველაზე მთავარი არის ხელშეკრულების ხელმოწერა, რომლის გარეშე შესაძლოა კიდევ ერთი კონფლიქტი მივიღოთ, რომელიც რეალურად კიდევ უფრო შიძლება სისხლიანი იყოს და კიდევ უფრო ტრაგიკული, იმიტომ რომ ახლა უკვე უშუალოდ ქვეყნების ჩაერთვებიან, ასე ვთქვათ სასაზღვრო კონფლიქტში. ამიტომ, მნიშვნელოვანი არის ამ შეთანხმების ხელმოწერა, თუმცა აქ უამრავი პრობლემა არის, რომელიც ეხება საზღვრების დემარკაციას. მოგეხსენებათ, რომ დემარკაცია არ მომხდარა, ყველა ადგილას არ ეხება, ზოგი ერთ ადგილას დადგინდა, მაგრამ კონკრეტულად სად გადის საზღვარი, მათ შორის სომხეთსა და საქართველოს, საქართველოს და აზერბაიჯანს შორის მთლიანად მოგვარებული არ არის. ანუ არის ადგილები, სადაც ზუსტად სად გადის საზღვარი მხარეები ვერ თანხმდებიან, ერთადერთი დადგენილი არის საქართველო თურქეთის საზღვარი, იმიტომ, რომ მაშინ იყო საბჭოთ კავშირის და ნატოს საზღვარი და ეს მნიშვნელოვანი იყო, ისევე როგორც სომხეთი და თურქეთის საზღვარი დადგენილია, ისევე როგორც სომხეთის და ირანის საზღვარი დადგენილია. ერთი არის ის, რომ ეს საზღვრები არის დასადგენი, მერე კომუნიკაციები როგორ უნდა მოხდეს. მხარეები ჯერ კიდევ აქვთ სამუშაო. იმედი ვიქონით, რომ შემოდგომამდე ეს პრობლემა დასრულდებათ. კონფლიქტი, რომ არ განახლდეს, ამიტომ მთელი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული, როგორც საზღვრების დადგენაზე, ისე კომუნიკაციების თემის მოგვარებისკენ.

-როგორი საქართველოა “საჭირო” თურქეთს, უფრო დემოკრატიული თუ უფრო კონტროლირებადი?

ზოგადად მეზობელი ქვეყნებისთვის სომხეთი იქნება ეს, აზერბაიჯანი თუ თურქეთი საჭირო არის, რომ საქართველო იყოს დემოკრატიული საქართველო. დემოკრატიული საქართველო ნიშნავს დასავლეთზე ორიენტირებულ საქართველოს, რომელიც პატივს ცემდა ადამიანის უფლებებს, უმცირესობების უფლებებს და ასე შემდეგ. სამწუხაროდ ახლა ვხედავთ უკუსვლას ამ განვითარებიდან, “რუსული კანონი”, რომელიც იქნა მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ, აშორებს საქართველოს თავის ისორიული განვითარების გზას და ახდენს რუსული გავლენის ქვეშ. რუსული გავლენის ქვეშ მოქცეული საქართველო არ არის არც თურქეთის ინტერესში, არც სომხეთის ინტერესში და არც აზერბაიჯანის ინტერესში. თუ ვთქვათ აზერბაიჯანისთვის და თურქეთისთვის შეიძლება იყოს ნაკლები პრობლემა, იმიტომ, რომ თვას პრიორიტეტად გრძნობენ, როგორც სახელმწიფოები, სომხეთისთვის იგივეს ვერ ვიტყვით. სომხეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს პროდასავლური, ევროპაზე ორიენტირეული ქვეყანა, რატომ? იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში მხოლოდ სომხეთს ევროკავშირში არავინ მიიღებს, იმიტომ რომ კუნძულის სახით იქნება და მას ფიზიკურად კავშირიც, გზაც აღარ ექნება ევროპასთან. თუ საქართველო იქნება რუსეთის მიერ კონტროლირებადი, და თუ გზა ჩაუკეტა რუსეთმა სომხეთს, ამიტომ მთელი რეგიონისთვის მნიშვნელოვანია, ის პროცესები, რომლების საქართველოში ხდება. იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველო თავისი არჩევანით, რომელიც შემოდგომაზე უნდა გაკეთდეს, ერთგვარი რეფერენდუმის სახე ექნება ამ არჩევნებს, იმედი ვიქონიოთ, რომ იგი დაბრუნდება განვითარების იმ გზას, რომელსაც საქართველო ყოველთვის ახორციელებდა. თავისუფლების გარეშე განვითარება არ არსებობს, ადამიანის უფლებების პატივისცემის გარეშე არ არსებობს განვითარება და ეს საკითხი უნდა საქართველოს მოსახლეობამ, თითოეულმა მოქალაქემ, განურჩევლად რწმენისა, ეთნიკურ წარმომავლობისა და ასე შემდეგ, გადაწყვიტოს შემოდგომაზე.

– როგორ იმოქმედებს საქართველოს დღევანდელ საგარეო პოლიტიკაში განხორციელებული ცვლილებები საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიულ და ზოგად ურთიერთობებზე?

სხვათაშორის მსგავსი კითხვა დაუსვეს ჟურნალისტებმა თურქეთის პრეზიდენტს, როდესაც საქართველოს პრეიმერ-მინისტრი კობახიძე იყო ჩასული ანკარაში და მას შეხვედრა ჰქონდა ერდოღანთან და იქ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისინი ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და იმედი გამოთქვა, რომ საკითხი გადაწყდება საქართველოს მოსახლეობის სასარგებლოდ. საბოლოო ჯამში არჩევანი გასაკეთებელი აქვს ამ ქვეყნის მოქალაქეებს, როგორი ქვეყანაში უნდათ ცხობრება, ამას ყველა გადაწყვეტს შემოდგომაზე და შესაბამისად იქნება მერე სხვა ქვეყნების პოზიციებიც. რომ გითხრათ, რომ შემოდგომის მერე 100%-იანად ასე იქნება, ან ისე იქნება, ეს ძნელი სათქმელია, იმიტომ, რომ ძალიან სწრაფად ვითარდება მოვლენები. თუმცა ყველა ხვდება, რომ ეს არის სასიცოცხლო არჩევანი, შეიძლება ამ საუკუნეში ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები იყოს საქართველოს ისტორიაში, ამიტომ ყველამ პასუხისმგებლობით და მაქსიმალურად მობილიზებულად უნდა შეეძლოს ის, რომ თქვას როგორი ქვეყანაში მას სურს ცხოვრება.