მუნიციპალიტეტის სოფლების, ბარალეთისა და კოჩიოს საბავშვო ბაღებმა, რომლებიც კარანტინში იმყოფებოდნენ, ჩვეულ რეჟიმში განაახლეს მუშაობა. ჩუტყვავილასა და წითელას გამოვლენილი შემთხვევების გამო 17 ივნისიდან სკოლამდელი დაწესებულებები ერთკვირიანი კარანტინში იყო. ხულგუმოსა და ხორენიაში საბავშვო ბაღები რჩება კარანტინში, ასევე სოფელ ბავრაში მცხოვრები ბავშვები ერთი კვირით ქალაქის მე-3 საბავშვო ბაღში არ დადიან.

წითელას და ჩუტყვავილას გავრცელებული შემთხვევების გამო, რეგიონის არაერთი საბავშვო ბაღი კარანტინირებულია. სოფელ ბარალეთისა და კოჩიოს საბავშვო ბაღებმა დღეიდან მუშაობა განაახლეს. ასევე, ერთკვირიანი კარანტინი დაწესდა სოფელ ორჯაში მცხოვრები ბავშვებისთვის, რომლებიც ქალაქის მე-3 საბავშვო ბაღში დადიან. სოფლის მედდის თქმით ახალი შემთხვევები არ დადასტურებულა და ამის გათვალისწინებთ, ორჯას ბავშვები დღეს საბავშვო ბაღში დადიოდნენ.

შეგახსენებთ, რომ 21 ივნისიდან ხულგუმოსა და ხორენიაში საბავშვო ბაღებში ერთკვირიანი კარანტინი გამოცხადდა.

წითელა – მწვავე ვირუსული, უაღრესად გადამდები დაავადება, რომელიც ხასიათდება მძიმე ინტოქსიკაციით, კატარალური და გამონაყარის სიმპტომებით. ინფექცია გადადის ჰაერწვეთოვანი გზით. წითელა განსხვავდება სხვა სამკურნალო ინფექციებისგან იმით, რომ ძალიან გადამდებია. ერთი პაციენტი აინფიცირებს 18-მდე კონტაქტს. წითელას გართულებები ვითარდება დაავადების ძირითად სიმპტომებთან ერთად (ინტოქსიკაცია, კატარალური სიმპტომები, გამონაყარი), ძლიერ სიმძიმეს აღწევს დაავადების ყვავილობის პერიოდში და თანდათან სუსტდება.

ჩუტყვავილა – მწვავე ინფექციური დაავადება, გამოწვეული β-ჰერპესვირუსებით (VZV), გადამდები/გამოწვეული მე-3 ტიპის ჰაერწვეთოვანი გზით, ხასიათდება ცხელებით და მცირე გამჭვირვალე ბუშტუკების განვითარებით კანზე და ლორწოვან გარსებზე.