დირექტორთა სიიდან სკოლის სამეურვეო საბჭოებში, სადაც ახალი დირექტორები შეირჩა, 639 კანდიდატი დადასტურდა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, 19 ივნისს, სამეურვეო საბჭომ 8 სკოლაში დირექტორები დაამტკიცა.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ იმ საჯარო სკოლების დირექტორების კანდიდატების სია დაადასტურა, რომლებშიც სპეციალური გამოცდა 639 კანდიდატმა ჩააბარა. აქედან 58 სახელმწიფო სკოლაში ერთზე მეტი კანდიდატი იყო, თუმცა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში რვავე საჯარო სკოლაში თითო კანდიდატი იყო. ამის შესახებ ნათქვამია Etaloni.ge-ს გვერდზე.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დირექტორები დაინიშნენ შემდეგ საჯარო სკოლებში:
ახალქალაქის №2 საჯარო სკოლაში დირექტორი ანაიდ აბგარიანი გახდა (ბოლო წლებში ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო)
ახალქალაქის №3 საჯარო სკოლაში – ნინო სუდაძე (დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი)
გაიანე კარახანიანი №4 საჯარო სკოლაში
ასევე, ახალი დირექტორები დაამტკიცეს შემდეგი სოფლების საჯარო სკოლებში: კორხში, კიროვაკანში, ბურნაშეთში, ვარევანში, აზმანაში.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ახალი დირექტორები დაინიშნეს 7 სკოლაში: ნინოწმინდის №2 საჯარო სკოლაში, სოფელ პატარა ხანჩალში, ოროჯალარში, სათხაში, ეფრემოვკაში და სოფელ განძის №1, N2 საჯარო სკოლაში.
ახალი დირექტორების დანიშვნის პროცესი გრძელდება, რადგან ზოგიერთ სკოლას ჯერ კიდევ მოვალეობის შემსრულებელი ხელმძღვანელობს.