ფულის მუშაობის რა საშუალებები არსებობს ჯავახეთში — უმეტესად — ხოფანი, ნაკლებად — სოფლის მეურნეობა, უფრო ნაკლებად — სახელმწიფო სამსახურები, უფრო ნაკლები — ვაჭრობა, კიდევ უფრო ნაკლები — ბიზნესი ელემენტარი მომსახურების სფეროში, ხოლო ზოგიერთი არაკლასიკური ბიზნესის შექმნას და განვითარებას ცდილობს. ენოქ ბაბაჯანიანმა გრანტის დახმარებით ჯავახეთში „სასათბურე ინოვატორი“ გახდა, ბორის კარსლიანი ფოტო და ვოდეოგადაღების ფასიანი მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანობის მეორე მცდელობას ახორციელებს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მურჯახეთის მცხოვრებმა მუნიციპალიტეტში პირველმა ააშენა ინოვაციური სათბური, დაიწყო კიტრისა და პომიდვრის მოყვანა, ოცნება ბიზნესად აქცია. ენოქ ბაბაჯანიანი მუდმივად აფართოებს ბიზნესს, და საკუთარ ოჯახს ამ ბიზნესისა და კარტოფილის მოყვანის წყალობით ინახავს.
არავის სჯეროდა, რომ სასათბურე ბიზნესი გამოუვიდოდა, ხოლო მან არამხოლოდ ბიზნესი წამოაყენა, არამედ „სასათბურე ინოვატორის“ სტატუსი მოიპოვა. სათბური მან ორ თვეში ააშენა. ყველაფერი თვითონ შეადგინა, ხარჯთაღრიცხვაც, პროექტიც და გათვლებიც.
„რაღაცები ვიცოდი, ხოლო რაც არ ვიცოდი შევისწავლე და გავაკეთე. მარტივი არ იყო, მაგრამ გავუმკვლავდი“,- ამბობს ენოქ ბაბაჯანიანი.
ენოქ ბაბაჯანიანი დაოჯახებულია, ორი ვაჟი ჰყავს, ერთ-ერთი მათგანი სტუდენტია. ცოლი — რაისა ბაბაჯანიანი და ერთი ვაჟ სათბურში მუშაობენ. ცოლი სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა, მაგრამ შემდეგ სკოლიდან წამოვიდა და ახლა სათბურში მუშაობს, ქმარს ეხმარება.
სათბურის აშენების იდეა ენოქ ბაბაჯანიანს ირლანდიაში გამგზავრების შემდეგ მოუვიდა. მისი მთავარი მიზანი რა მხოლოდ სათბურის, არამედ მზის ელექტროსადგურის შემქნა იყო. ორივე ოცნება ენოქ ბაბაჯანიანმა ENPARD2 პროგრამის გრანტის დახმარებით განახორციელა. პროექტის საერთო ღირებულებამ 50 000 ლარი შეადგინა, რომელთაგან 35% თვითდაფინანსებაა, ხოლო 65%- გრანტი.
„როცა ბიზნესი დავიწყე, მხოლოდ იდეა მქონდა, ფული საერთოდ არ მქონდა. ვინც ბიზნესის დაარსებაზე ფიქრობს, ხვდება, რომ ფული სჭირდება, და ეშინია, რომ ფული არ აქვს, სპონსორი, დონორი არ ჰყავს. მაგრამ თუკი იდეა არის, ფულის შონა შესაძლებელია. გრანტი „ადგილობრივი განვითარების ჯგუფისგან“ LA-სგან მივიღე, შემდეგ კრედიტი ავიღე. ფონდი ყველას არ აფინანსებს, ისინი დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ შენი ბიზნესი იმუშავებს. ჩემს ბიზნესს სტარტი ებროკავშირის ფინანსებმა მისცეს“,- ამბობს ენოქ ბაბაჯანიანი.
LAG-ის გრანტის შემდეგ ენოქ ბაბაჯანიანმა UND-ს კიდევ ერთი პროექტი მოიგო, რომელიც კიდევ ერთი მზის სადგურის დამონტაჟებას ითვალისწინებს, რომელიც 10 კვლტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. პროექტის 20% მან გადაიხადა, ხოლო 80%- ევროკავშირმა. მას 5 კლვტ/სთ ელექტროენერგია ჰქონდა, და კიდევ 10 კლვტ/სთ დაამატა. მისი მზის სადგური 15 კლვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. მისი სახლი და სადგური ენოქ ბაბაჯანინმა მთლიანად მზის ენერგიაზე გადაიტანა, ასევე „ენერგო პრო ჯორჯია“ კომპანიას ყიდის ელექტროენერგიას 11,5 თეთრად და 18 თეთრად ყიდულობს, ძირითადად ზამთარში.
ენოქ ბაბაჯანიანის სასათბურე ბიზნესმა წარმატებას მიაღწია, ამიტომ 2023 წელს მისი გაფართოება გადაწყვიტა. მან 25 000 ლარის ოდენობით სასოფლო-სამეურნეო კრედიტი აიღო და ახალი სათბური ააშენა, იმავე ზომის 200კვ/მ.
ისევე როგორც პირველი სათბური, ახალიც ენოქმა თვითონ ააშენა, საკუთარი ხელებით, მასალა ინტერნეტით შეუკვეთა.ენოქი — ინჟინერ-მშენებელია, ის ელექტროტექნიკაშიც ერკვევა. ახალი სათბური ჩვეულებრივი სათბურია, წვეთოვანი სარწყავი სისტემით, ხოლო ძველი — ინოვაციურია.
წელიწადში, მისი თქმით, სათბურიდან 5 ტ პომიდორს ღებულობს. წელიწადში შემოსავალი 8000 ლარს შეადგენს. რეალიზაციის პრობლემა არ აქვს. წელს მან არამხოლოდ პომიდორი, არამედ კიტრიც დათესა.
„კოტრის დათესვაც დავიწყე, რათა მყიდველმა კიტრის და პომიდვრის ერთად ყიდვა შეძლოს. ახალი სათბური 20 000 ლარი დამიჯდა. თითოეული სათბურიდან 5-6 ათასი ლარის შემოსავლის მიღებას ვგეგმავ. ბიზნეს-გამოთვლებით 8-10 ათასი გამოდის, მაგრამ პრობლემის წარმოქმნას არ გამოვრიცხავ, მაგალითად დაავადებას“,- ამბობს ენოქ ბაბაჯანიანი.
ენოქ ბაბაჯანიანმა ვედროებით მწვანილის მოყვანა და გაყიდვაც სცადა, თუმცა ეს მას არ გამოუვიდა.
„მწვანილის მოყვანა დავიწყე, მაგრამ არ გამომივიდა, ალბათ რეკლამირება იყო არასაკარისი“,- ამბობს ის.
ენოქთან ძალიან ბევრი ადამიანი მიდის კონსულტაციის მისაღებად, მაგრამ ახალი სათბური ჯერ არავის გაუხსნია.
წარმატების გარანტად ენოქმა ორი პრინციპი აირჩია: კონკურენტუნარიანობა მარნეულის ბოსტნეულთან და გემოს მაღალი ხარისხი.
„იაფად ვერ გავყიდი, არ არის მომგებიანი, მათ შეუძლიათ. ყველაფერი გამოვითვალე, როცა იქ (მარნეულში) პომიდორი, კიტრი მთავრდება, ჩემი მოსავალი ამ დროს პიკზეა. მე გემოს ხარისხზე ვმუშაობ. გემო ჯიშზე და მოყვანაზეა დამოკიდებული, ბიოსასუქით ვამუშავებ, ეს სწორად უნდა მისცე“.
მოსავალს ენოქი ოთხი თვე აგროვებს:ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი. პირველი ორი თვე მარნეულის ბოსტნეულს ემთხვევა. მაგრამ ენოქს უკვე მუდმივი მყიდველები ჰყავს.
წელს ენოქ ბაბაჯანიანმა კარტოფილის მონდვრები შეამცირა, იმის გამო, რომ უკვე რამდენიმე წელია მუნიციპალიტეტში რეალიზაციის პრობლემა არსებობს.
ბორის კარსლიანი ნინოწმინდაში ცხოვრობს. ის პროფესიით ჟურნალისტია, მაგრამ 2024 წლის დასაწყისში ბიზნესის დაწყების მეორე მცდელობა გააკეთა, რადგან ჟურნალისტის ხელფასით ოჯახის შენახვას ვერ ახერხებდა.
ბორის კარსლიანი 2012 წლიდან ნინოწმინდის საზოგადოებრივ რადიო NOR-ში ჟურნალისტად მუშაობდა.
„რეგიონალური ჟურნალისტები ნაკლებს ღებულობენ, ოჯახის შენახვა ამ ფულით შეუძლებელია, ამიტომ გამოსავალს ვეძებდი და საკუთარი ბიზნესის გახსნა გადავწყვიტე“,- ამბობს ბორის კარსლიანი.
ბიზნესის გახსნის პირველი მცდელობა 2015 წელს ჰქონდა. ბორისის „აწარმოე საქართველოში“-ს საგრანტო პროგრამაში მონაწილეობდა, 5000 ლარი მოიგო, იყიდა ტექნიკა და მუშაობა დაიწყო, ფოტოებს იღებდა და ბეჭდავდა. მაგრამ ბაზარზე კონკურენციას ვერ გაუძლო, რადგან ტექნიკა არ იყო კონკურენტუნარიანი.
„მე ნაკლებად მომმართვადნენ, რადგან მაღალი დონის ტექნიკა არ მქონდა, ხოლო უახლესი ტექნიკის ყიდვის სახსრები არ მქონდა. რადგან ტექნიკა მოძველებული იყო, ხარისხიც ზარალდებოდა“,- ამბობს ბორის კარსლიანი.
ბორის კარსლიანი დაოჯახებულია, 4 წლის ვაჟი ჰყავს, მეუღლე საბავშვო ბაღში მუშაობს, და ძლივს უმკვლავდებოდნენ. ბორისი ოჯახით მშობლებთან და ძამსთან ერთად ცხოვრობს.
„მე იმდენად ნაკლებ ფულს ვმუშაობ, რომ ოჯახის შენახვა და უახლესი ტექნიკის ყიდვა ვერ შევძელი“, – ამბობს ბორისი.
ბორისი საკუთარ ბიზნესში ინვესტირებისათვის მხარდაჭერის მოძებნას ცდილობს. გასულ წელს HEKS EPER-ის არასამთავრობო ორგანიზაციის კონკურსში მიიღო მონაწილეობა, და ტექნიკის შეძენის გრანტი მოიგო. პროგრამით მან 10 000 ლარი მიიღო, საკუთარი 4000 ლარი ჩადო და 14 000 ლარად პროფესიონალური აპარატი, ობიექტივი, გადაღებებისთვის განათება და შტატივი იყიდა.
„ესაც არ არის ბოლო მოდელის, მაგრამ პროფესიონალურად შეიძლება ჩაითვალოს, კლიენტები მაშინვე მომემატა. მართალია ჩემი წილი ჯერ ვერ დავფარე, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ შევძლებ. ახლაც მჭირდება ობიექტივები, მაგრამ ოჯახის შენახვის პარალელურად ახალი ტექნიკის შესაძენად ფულის გადადება არ შემიძლია. მშობლები მეხმარებიან. ამ სამუშაოს მუდმივი განვითარება სჭირდება. მაგრამ მთავარია უკვე დავიწყე ბიზნესი, მართალია ნელა, მაგრამ ვითარდება, ვიმედოვნებ ამჯერად გამომივა“,- ამბობს ბორის კარსლიანი.
ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG) ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 2017 წელს ENPARD2 პროგრამის ფარგლებში დაიწყო მუშაობა. ENPARD — სოფლისა და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის ევროპული პროგრამა. პროგრამა ახალქალაქში 2020 წლის აპრილამდე მუშაობდა და სამი წლის განმავლობაში 42 ბიზნეს-პროექტი დააფინანსა. დაფინანსებული პროექტების საერთო ღირებულება 2 მლნ ევროზე მეტს შეადგენს. პროექტების დაფინანსების სახსრები ევროკავშირმა გამოყო. 42 ბიზნეს-პროექტიდან უმეტესობა ახლაც მოქმედებს, ყველა პროექტში საშაულოდ 3-4 ადამიანია დასაქმებული.
„აწარმოე საქართველოში“ პროგრამა 2015 წლიდან მუშაობს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში აღნიშნულმა პროგრამამ ათობით პროექტი დააფინანსა. «აწარმოე საქართველოში» პროგრამა მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებაზე მიმართული. ამ პროგრამის გრანტის ოდენობა 30 000-მდე ლარს შეადგენს. თუმცა ზოგიერთ საპილოტე რეგიონში (იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, გურია და კახეთი) პროგრამა 2022 წელს პირველად ევროპული კავშირის დაფინანსების განხორციელდა, ამ შემთხვევაში გრანტის ღირებულებამ 40 000 ლარი შეადგინა.
საქართველოში საზოგადოების ძირითად პრობლემას ოჯახის შესანახი ფულის შოვნა წარმოადგენს, ამის შესახებ მეტყველებს 2023 წელს საქართველოში ჩატარებული აღწერაც. NDI-ს აღწერის თანახმად საქართველოს ათი მცხოვრებიდან ერთი პურის ფულს ვერ შოულობს, ხოლო ოთხიდან ერთი პურის ფულს შოულობს, მაგრამ არა ამაზე მეტს. ეს სიტუაცია ეთნიკური უმცირესობების რეგიონებში უფრო ცუდ მდგომარეობაშია, სადაც გამოკითხულთა მეოთხედი იბრძვის იმისათვის, რომ ოჯახი შეინახოს.