უსახლკარო ძაღლების პრობლემა ახალქალაქში აქტუალურია უკვე რამდენიმე წელია, მეთოდი, რომლითაც ამ საკითხის მოგვარებას ცდილობენ – დაჭერა, სტერილიზაცია და დაბრუნება – არ ამართლებს, თითქმის ყოველდღე ძაღლების თავდასხმის საჩივრები ისმის. ახალქალაქის საკრებულოს დეპუტატებმა მერიას მიმართეს, რათა გამოიანგარიშონ და განიხილონ ადგილზე ძაღლებისთვის თავშესაფრის გახსნის შესაძლებლობა.
დეპუტატებმა საკრებულოს ბოლო სხდომის დროს მოსახლეობაზე უსახლკარო ძაღლების თავდასხმის საკითხი კვლავ წამოაყენეს.
„ერთ-ერთმა დეპუტატმა რუბენ პალაიანმა, შენიშნვა გაგვიკეთა, რომ მეთოდი, რომელსაც ახლა ვიყენებთ, არაეფექტურია და შემოგვთავაზა ადგილზე 200 ძაღლისთვის თავშესაფრის გახსნა, ცალკე, არა გუბერნიის შემადგენლობაში. მერიას დავავალეთ სამუშაოების ჩატარება, ხოლო შემდეგ კომისიებში ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გავმართეთ, რათა გავერკვეთ რა დაგვიჯდება, მიზანშეწონილია თუ არა. რა თანხასაც გამოვყოფთ ამისათვის, ამ პრობლემას ვერ აგვარებს. დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბევრი სასაწყობე ძველი ტერიტორია გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია სახელმწიფო ქონებას ვთხოვოთ, რომ მათ გადმოგვცენ. მერიაში თავშესაფრის ხელახლა აშენება შემოგვთავაზეს, რადგან დაწესებულების გადაფორმება, მისი რეაბილიტაცია, ეს უფრო რთული იქნება. ეს ყველაფერი ჯერჯერობით საუბრის დონეზეა“,- ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი.
მაისის ბოლო მონაცემებით, რომელიც ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა გადმოგვცა, წლის დასაწყისიდან მუნიციპალიტეტში 40 კბენის შემთხვევაა დარეგისტრირებული. უსახლკარო ძაღლების პრობლემა ჯერჯერობით ერთ-ერთ ურთულესი და მოუგვარებული პრობლემაა არა მხოლოდ მუნიციპალიტეტში, არამედ მთელ საქართელოში.
2017 წლიდან ახალქალაქში ძაღლების დაჭერის, სტერილიზაციისთვის თანხა გამოიყოფა, რომლებსაც მკურნალობის შემდეგ აბრუნებენ. მაგრამ წელიწადში 100-200 სტერილიზებული ძაღლი პრობლემას ვერანაირად ვერ მოაგვარებს. უნდა აღინიშნოს, რომ უსახლკარო ძაღლებისთვის რეგიონალური თავშესაფრის აშენებას ახალციხეშიც გეგმავენ.