მმართველი პარტია „ქართუი ოცნება“ „უცხოური აგენტების შესახებ კანონის“ მიღების ძირითად მიზეზად არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსების გამჭვირვალობას ასახელებს, რისთვისაც, როგორც მაგალითად ომბუდსმენი სთავაზობდა, შეიძლებოდა „გრანტების შესახებ“ და „ბუღლატრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის“ კანონებში ცვლილებების შეტანა, სამოქალაქო საზოგადოების დათრგუნვის გზების ლეგიტიმაციის გარეშე.საიდან მოდის და სად ნაწილდება ფინანსები, რამდენს შეადგენს ჟურნალისტების ანაზღაურება, ამ და სხვა მოსახლეობისა და ადგილობრივი ხელისუფლებისთის დამაინტერესებელ კითხვებს ჯავახეთის ორი მედიის მთავარი რედაქტორები პასუხებენ:Jnews და რადიო NOR.

«უცხოური გავლენის გამჭვირვალობის» კანონში გათვალისწინებულია, რომ Jnews-იც და რადიო NOR-იც უნდა დარეგისტრირდნენ „უცხოური ძალების ინტერესების მატარებელი“ ორგანიზაციების სიაში, რადგან ეს ორგანიზაციები ძირითადად უცხოური გრანტებით მუშაობენ. თუმცა, თავად მედია თავს არ თვლის ასეთად, რადგან ისინი მუშაობენ მოსახლეობისთვის და არა „უცხო ინტერესებისთვის“. დონორები მათ არ მიმართავენ და არ სთავაზობენ ფულს რაიმე ინტერესის შესასრულებლად. პირიქით, ორგანიზაციები რთულ სამუშაოს ახორციელებენ დაფინანსების მოსაპოვებლად. წერენ საგრანტო განაცხადებს, რაც ხანდახან 1-2 კვირას მოითხოვს და შესაძლოა, რომ ამ განაცხადებმა კონკურსში არც გაიმარჯვებენ. ისინი ატარებენ გამოკვლევას, ან იყენებენ სხვა ორგანიზაციების კვლევებს, რათა დონორებს აჩვენონ პრობლემების არსებობა, ასევე ცდილობენ პროექტი დაწერონ ისე, რომ დონორი დაარწმუნონ, რომ ორგანიზაციას საკუთარი ქმედებებით სხვადასხვა ლოგიკური სტრუქტურების, ინდიკატორების და სხვების გამოყენებით შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს პრობლემის მოგვარებაზე. კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად ორგანიზაციები ეძებენ და პოულობენ შესაბამის საგრანტო კონკურსებს. ჯავახეთის მედიის შემთხვევაში მათი მუშაობის მიზანია მოსახლეობის ინტეგრაცია ქვეყნის საერთო სამოქალაქო ცხოვრებაში, მოსახლეობის ინფორმირება სხვადასხვა კანონებისა და ცვლილებების შესახებ, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის გამჭვირვალობა. ყოველდღე ამ მედიის ჟურნალისტები და რედაქტორები პასუხობენ მოსახლეობის ზარებსა და პრეტენზიებს, უხსნიან კანონებს, რომლებიც მოსახლეობისთვის გაუგებარია, ან განმარტავენ, თუ რა სიტუაციებში უნდა მიმართონ პრობლემის მოსაგვარებლად. ისინი აყენებენ ისეთ თემებს, როგორიცაა კარტოფილის რეალიზაციის პრობლემა, მოქალაქეობა, სოციალური საკითხები და მრავალი სხვა…

Jnews.ge

ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრის დაარსებიდან 10 წლის განმავლობაში, Jnews-ის მთავარი დონორი იყო ამერიკული NED ფონდი, ინფორმაცია ყველა დონორის შესახებ, ვინც ოდესმე დააფინანსა Jnews-ი, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე ჩვენს შესახებგანყოფილებაში. Jnews-ის საკუთარი შემოსავალი, რომელიც ამ მედიასაშუალებას აქვს, სარეკლამო სერვისების მიწოდებიდან გროვდება, ის მედიის დანახარჯის მხოლოდ 1%-ს შეადგენს. მედია გამჭვირვალობის პრობლემას ვერ ხედავს, რადგან თითოეულ თეთრს უკვე აშუქებს, როგორც დონორების, ასევე სახელმწიფოსთვის.

„თითოეული პროექტიდან დახარჯულ თითოეულ თეთრს აქვს თანმხლები დოკუმენტები. თითოეულ დანახარჯზე გვაქვს ხელშეკრულება, ინვოისი, მიღება-ჩაბარების აქტი. ყველა ამ დოკუმენტაციას ყოველ ტრიმესტრში ან წლის ბოლოს დონორებს ვაწვდით. ყოველთვიურად ანგარიშს ვაბარებთ სახელმწიფოს, დეკლარაცია შეგვაქვს საგადასახადოში, დეკლარაცია გადახდილ ხელფასებზე და მოგებაზე, ასევე მთელი წლის ანგარიში ყველა შემოსავლისა და დანახარჯის შესახებ, რამდენი თანხა მიიღო ორგანიზაციამ, რა თანხა დაიხარჯა რა მიზნებისთვის და ამ თანხიდან რამდენია გრანტი, ანუ არ იბეგრება“, – ამბობს Jnews-ის რედაქტორი რიმა ღარიბიანი.

ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრმა 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის ოქტომბრამდე საქმიანობისთვის NED ფონდისგან 66 922 აშშ დოლარის ოდენობით გრანტი მიიღო. ეს თანხა ჟურნალისტების ხელფასზე, ფართის ქირაზე, მუნიციპალიტეტში გადაადგილებასა და საინფორმაციო ვებგვერდის არსებობაზე იხარჯება. ორგანიზაცია ხელფასს უხდის 14 თანამშრომელს: 5 ჟურნალისტს, 3 რედაქტორს, 3 თარჯიმანს, მენეჯერს, ბუღალტერს, მძღოლს. Jnews-ის ჟურნალისტების ხელფასი სულ რაღაც 333 აშშ დოლარია, ანუ 887 ლარი, რედაქტორების კი დაახლოებით $400.

66,922 აშშ დოლარის წლიური გრანტიდან, Jnews-ს 12,323 აშშ დოლარი შეაქვს სახელმწიფო ბიუჯეტში თანამშრომელთა ხელფასებზე საშემოსავლო გადასახადის სახით.

ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოითხოვოს და მიიღოს Jnews-ის ბიუჯეტი, რადგან ორგანიზაციის საქმიანობა გამჭვირვალეა.

რადიო NOR

ნინოწმინდის რადიო NOR-იც პრაქტიკულად იგივენაირად მუშაობს. მაგრამ ონლაინ მედიასთან ერთად, ის ასევე სამაუწყებლო რადიოა, რადიო NOR-ის ანგარიშვალდებულება კიდევ უფრო დიდია ყოველ დახარჯულ თეთრზე, ის ასევე ანგარიშს უწევს საქართველოს კომუნიკაციების კომისიას, რომელსაც, თუ დაფიქსირდა დარღვევა, შეუძლია დახუროს მაუწყებლობა.

„ჩვენ ანგარიშს ვაბარებთ რამდენი დაფინანსება მივიღეთ, საიდან. ასევე რეკლამებიდან საკუთარ შემოსავლებზე ვაბარებთ ანგარიშს. ანგარიშს ვაბარებთ რეკლამებიდან შემოსავალზე, როგორც ფიზიკური, ასევე ცალკე იურიდიული პირებისგან, თითოეულ ლარზე. გარდა ამისა, რადიო რეკლამებიდან შემოსავლის 0.05%-ს აძლევს სახელმწიფოს, კომუნიკაციების კომისიას გარდა დეკლარაციის სახით, ჩვენ ვიხდით საშემოსავლო გადასახადს. რადგან მაღალმთიანეთში ვართ, შეღავათებით ვსარგებლობთ, თუკი ჩვენი ხელფასი 6000 ლარს არ აღემატება“, – ამბობს რადიო NOR-ის დირექტორი არარატ თთთიანი.

მისი თქმით, ComCom-თან პირობებში არის შეთანხმება, რომ ყოველწლიურად უნდა გაიარონ ფინანსური აუდიტი.

„2016 წლიდან დღევანდელ დღემდე როცა მაუწყებელი გავხდით, არც ერთი დარღვევა არ გვქონია, დიახ, იყო შენიშვნები, მაგრამ არა დარღვევები. მაგალითად, აუდიტისგან მივიღეთ შენიშვნა, როცა საშემოსავლო გადასახადი იყო საჭიროზე მეტი”,- ამბობს ის.

რადიო ნორის წლიური ბიუჯეტი 60 000 ევროს შეადგენს. რადიოს აქვს EED-ის ორწლიანი გრანტი, ასევე იყო მცირე გრანტები ორგანიზაციებისგან, რომლებიც მედიის განვითარებას ეწევიან, IREX-ისა და Internews-ისგან, რომლებიც მცირე გრანტებს (5-10,000$) აძლევენ. რადიო NOR-ის ჟურნალისტები თვეში 600 ლარს იღებენ ხელფასს. რადიო ნორში დასაქმებულია 9 ადამიანი, 3 ჟურნალისტი, 2 წამყვანი, დირექტორი, ბუღალტერი, თარჯიმანი და IT სპეციალისტი.

„ფინანსთა დეკლარირების დროს ჩვენ ვაძლევთ ყველა ინფორმაციას დონორებთან დაკავშირებით, საიდენტიფიკაციო ნომრით, მისამართით და ა.შ. როგორი შეიძლება იყოს მეტი გამჭვირვალება, გთხოვთ, ამიხსენით?“,- ამბობს რადიო NO-ის დირექტორი არარატ თთთიანი.

რადიო NOR-ს, ისევე როგორც Jnews-ს, მოთხოვნის შემთხვევაში შეუძლია ბიუჯეტის წარდგენა.

ამასთან დაკავშირებით ჩნდება კითხვა, თუ რა გამჭვირვალობაზეა საუბარი მუქარითა და შეურაცხყოფით მოწოდებების ფონზე, ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ, ბიუჯეტში ფული შეაქვთ და ყოველ თეთრზე ანგარიშს უწევენ სახელმწიფოს. რატომ აირჩია მმართველმა პარტიამ „გამჭვირვალობის“ ასეთი შემზარავი და დამამცირებელი მეთოდი კანონის მიღებით, რომელიც დაასუსტებს მედიას და მათ თავდასხმის მიმართ დაუცველს გახდის და მათი გრანტებით დაფინანსება შესაძლოა შეამციროს ან შეაჩეროს?