12 მაისს, ქალაქ თბილისში, სურბ გევორგის საკათედრო ტაძარში, საკვირაო წმინდა და უკვდავი ლიტურგიის დროს, სომხეთის სახელმწიფოებრიობისა და სომხური ეკლესიის ურყევობის დასაცავად რესპუბლიკური სურვილი აღსრულდა. ლიტურგიის დასასრულს ეკლესიის ეზოში ჩხუბი დაიწყო.
ეპარქიის წინამძღვარი სიტყვით გამოსვლისას სომხეთში ამ დღეებში განვითარებულ მოვლენებს შეეხო.
„ბოლო დროს ყველა თვალს ვადევნებთ იმას, რაც ჩვენს სამშობლოში ხდება და რამდენიმე დღის წინ მხარდაჭერა გამოვუცხადეთ ბაგრატ სრბაზანს, რომელიც ამ დღეებში მოძრაობას ხელმძღვანელობს.
როცა ბავშვი ავადდება, იწყებს გამოფიტვას, ბუნებრივია, რომ არცერთი მშობელი არ დატოვებს შვილს ასეთ მდგომარეობაში, დღეს ჩვენ ვხედავთ გამოფიტულ სამშობლოს, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვინდა ამის პოლიტიკურ ველში გადაყვანა, მაგრამ ჩვენ არ გვინდა ჩვენი სამშობლო ნაწილებად გაიყოს, ჩვენს სამშობლოში მხოლოდ სიწმინდის შევინარჩუნება გვინდა“, – მიმართა უწმინდესმა ეპისკოპოსმა ტერ კირაკოს დავთიანმა დამსწრე საზოგადოებას.
სომხური სამოცუქლო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარმა გამოსვლა მემორიალური ლოცვით დაასრულა.
თუმცა, ლიტურგიის ბოლოს ეკლესიის ეზოში შეკამათება მოხდა, რომელიც ჩხუბით დასრულდა. უცნობი პირები ცდილობდნენ ხელი შეეშალათ ეპარქიის წინამძღოლის რესპუბლიკური სურვილის განხორციელებაში. ეკლესიის ეზოში ჩხუბი მოხდა, პროვოკატორები მღვდელთმსახურებივით იყვნენ ჩაცმულნი, მათი ვინაობა ვერ დადგინდა.
აღვნიშნავთ, რომ ეპარქიას ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.