პირბადის გარეშე გადაადგილება დახურულ საჯარო სივრცეში და საზოგადოებრივ თავშეყროს ადგილებში 50 ლარით დაისჯება, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა კი 1000 ლარით განისაზღვრა.

დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის – ფიზიკური პირი 50 ლარით, პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვებისთვის -სივრცის მფლობელი, იურიდიული პირი კი 500 ლარით დაჯარიმდება. 50 ლარიანი ჯარიმაა მგზავრისთვისაც და მძღოლისთვისაც საზოგადოებრივი ტრანსპორტში, მეტროსა და ტაქსში, თუ ისინი პირდაბის გარეშე იქნებიან.

„აღნიშნული სხვა დარღვევები მძიმე ხასიათისაა და დაკავშირებულია საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლის შეზღუდვასთან, სარკინიგზო მიმოსვლასთან, საგანმანათლებლო პროცესის შეზღუდვასთან, კულტურული და სპორტული ღონისძიებების შეზღუდვასთან, სოციალური ღონისძიების ჩატარების მიზნით თავშეყრის შეზღუდვასთან (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.), ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვასთან, ეპიდემიურ კერებში საფრთხეების მართვასთან, თვითიზოლაციასა და საკარანტინო სივრცეში მოქმედი წესების დარღვევასთან“, – აღნიშნულია კანონპროექტის აღწერაში.