დღეს, 24 აპრილს, ახალქალაქის სურბ ხაჩ ეკლესიის ეზოში 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის 109 წლისთავთან დაკავშირებით სამახსოვრო მსახურება გაიმართა. ახალქალაქელებმა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ძეგლი ყვავილებით შეამკეს და წმინდა მოწამეებს სანთლები დაუნთეს.
წირვა აღავლინეს ახალქალაქის სურბ ხაჩ ეკლესიის მღვდელმსახურმა ტერ ნარეკ ტიგრანიანმა და სამცხე-ჯავახეთისა და წალკის მეუფე ტერ ნშან ჰმაიაკიანმა. ქვაჯვართან ყვავილები მიიტანეს დეპუტატმა სამველ მანუკიანმა, ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ნაირი ირიციანმა. გენოციდის დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ქვაჯვართან ყვავილები მერიის, საკრებულოს, მუნიციპალური დაწესებულებების, ძალოვანი სტრუქტურების, სასამართლოს და სხვა სამთავრობო უწყებების თანამშრომლებმა მიიტანეს. ყვავილები ასევე შეამკეს კლასგარეშე განათლების, უფლებადამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა. სურბ ხაჩ ეკლესიის ეზოში ასევე ყვავილებით სხვადასხვა სკოლიდან ასობით ბავშვი და მასწავლებელი მივიდა.
პანაშვიდის შემდეგ სამცხე-ჯავახეთისა და წალკის წინამძღვარი, მეუფე ვარდაპეტ ტერ ნშან ჰმაიაკიანი გამოვიდა სიტყვით.
„დღეს 109-ჯერ ვიკრიბებით სომხები, რათა გავიხსენოთ, აღვნიშნოთ და პატივისცემა გამოვხატოთ მსხვერპლთა, წმინდა მოწამეების მიმართ, რომლებიც სომხების გენოციდის დროს სამშობლოსა და რწმენისთვის დაიღუპნენ. დაღპულთა მსხვერპლის საპატივცემოდ, იმისათვის, რომ სამახსოვრო დღესასწაული აღვნიშნოთ. შემთხვევით არ ვიყენებთ სიტყვა დღესასწაულს, რადგან ჩვენი წმინდა მოწამეები ეკლესიის მხრიდან წმინდანად არიან შერაცხული. რომელთათვისაც უნდა ვილოცოთ. დღეს ჩვენ ვლოცულობთ იმ ბავშვებისთვის, ვინც ვერ გაიზარდა და შეგნებულ ასაკს ვერ მიაღწია. ჩვენ ვიხსენებთ დედებს, რომლებიც შვილებს გამოგლიჯეს და მოკლეს. ვიხსენებთ იმ მამაკაცებს, რომლებმაც საკუთარი ოჯახები ვერ დაიცვეს. მოხუცები, ვისი დაღუპვის დროც იყო მოახლოებული. ჩვენ ყველა, თუკი ჩვენი ოჯახების ისტორიას ყურადღებით შევისწავლით, დავინახავთ, რომ უფერო ძაფებით ვარ დაკავშირებული გენოციდის მსხვერპლთან. ჩვენ ყველა გენოციდის 1.5 მლნ მსხვერპლის მოწმეები ვართ”,- თქვა ვარდაპეტ ტერ ნშან ჰამაიაკიანმა.
ახალქალაქის სომეხი მოსახლეობის მხარდასაჭერად ამ დღეს მივიდნენ ასევე ახალქალაქის, კუმურდოისა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) და ახალქალაქის ქართული ეკლესიის სხვა წარმომადგენლები. მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა სიტყვა სომხურ ენაზე ლოცვით დაიწყო.
„მე აქ წარმოვადგენ ქართველ ხალხს, ქართულ ეკლესიას. 20 წელზე მეტი დამჭირდა ამ ქალაქში ცხოვრებისთვის, რომ ერთი პატარა ჭეშმარიტება აღმექვა, რომ ჩვენ, მეტი ვერავინ გაგვიგებს ისე კარგად, როგორც ჩვენ თვითონ. დღეს, 24 აპრილს, ჩვენ ერთად ვდგავართ. ეს არის ჩვენი განცხადება მთელი მსოფლიოსთვის. სანამ ჩვენ ერთად ვართ, ვერავინ დაგვამარცხებს, ვერავინ მოგვერევა. იმიტომ, რომ ჩვენ ძმები ვართ.”
24 აპრილი – სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღეა. ათასობით ადამიანი დღეს ერევანში წიწვერნაკაბერდის მემორიალთან მივიდა, სადაც პატივი მიაგეს მილიონნახევარზე მეტ სომეხს, რომლებიც XX საუკუნის დასაწყისის გენოციდის მსხვერპლნი იყვნენ. გენოციდის დროს „გაფანტული“ სომხები დასახლდნენ და ცხოვრობენ მთელ მსოფლიოში და ყოველწლიურად ამ დღეს სომხები ითხოვენ სომხების გენოციდის აღიარებას იმ ქვეყნებში, სადაც ისინი ცხოვრობენ, ითხოვენ ისტორიულ სამართლიანობას. გენოციდის თემა ერთ-ერთი საკითხია, რომელიც საერთო ამოსავალი წერტილია ყველა სომეხისთვის. ხოლო სომხების გენოციდის აღიარება იმ ქვეყნის მიერ, რომლის მოქალაქეც და მცხოვრებიც სომეხია, მისთვის ყოველთვის მნიშვნელოვან საკითხად რჩება. დღესდღეობით მსოფლიოს 30-ზე მეტმა ქვეყანამ, ისევე როგორც აშშ-ს 50-ვე შტატმა, ოფიციალურად აღიარა 1915 წლის სომხების გენოციდი. საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებსაც ჯერ კიდევ არ უღიარებიათ XX საუკუნის დასაწყისში ოსმალეთის იმპერიაში სომხების ხოცვა-ჟლეტა გენოციდად.