უკვე რამდენიმე დღეა ახალქალაქში Liberty ბანკის ბანკომატებთან რიგები წარმოიშვა, რადგან ქალაქში არსებული სამივე ბანკომატი ცარიელია. ახალქალაქში ბანკომატებში თანხა თითქმის სამი დღე არ იყო. ყოველ თვე საპენსიო დღეებში წარმოიქმნება რიგები.
ეს პრობლემა რაიონში უკვე მრავალი წელია ვერ გვარდება. ბანკომატების რაოდენობა დიდი არ არის: ქალაქში სამია, ორი მათგანი ბანკში, მესამე მერიასთან, კიდევ ორი ბანკომატი არის ორ საზოგადოებრივ ცენტრში: ბარალეთში და კუმურდოში.
ამ ორი სოფლის მცხოვრებლები თავიანთ სოფელში სარგებლობენ ბანკომატებით, მაგრამ ყველამ არ იცის ამ ბანკომატების შესახებ და სოფლის მოსახლეობა ჩამოდის ქალაქში, რომ პენსია აიღოს, ივაჭროს, სხვა საქმეები დაასრულოს და სახლში წავიდეს.
ბებია სუსანი თავისი სოფლიდან ქალაქში ჩამოვიდა იმ ბოლო დაზოგილი 5 ლარით, რომლითაც პენსია უნდა აეღო. ქალაქში 5 ლარად ჩამოვიდა და რადგან ბანკომატებში ნაღდი ფული არ იყო, პენსია ვერ აიღო, ჩაფიქრიანებული იჯდა, არ იცოდა როგორ დაბრუნებულიყო უკან.
საქართველოში პენსიონერთა ანგარიშებს LIBERTY Bank-ი ემსახურება. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 9094 პენსიონერია. თუმცა, LIBERTY Bank-ის ბანკომატებით სარგებლობენ არა მხოლოდ პენსიონერები, არამედ სოციალური დახმარების მიმღებებიც, ასევე, რიგი კომპანიები და სახელმწიფო თანამშრომლები.
LIBERTY Bank-ის ახალქალაქის ფილიალის მენეჯერმა, ირაკლი მელიქიძემ Jnews-ს 2023 წლის ივლისში აცნობა, რომ ბანკომატების რაოდენობის გაზრდის მოთხოვნით მათ საკრებულომაც მიმართა და ეს მოთხოვნა მათ უფროსებს გადასცეს, საკითხი უნდა განხილულიყო, მაგრამ მოგვარდება თუ არა ეს საკითხი, პასუხი ვერ გაგვცა. დღესდღეობით ფაქტია, რომ ეს საკითხი არ მოგვარებულა, ბანკომატების რაოდენობა არ გაზრდილა.
მოგვარდება თუ არა ეს საკითხი, ირაკლიმ ვერ გაგვცა პასუხი, ჩვენ ოფიციალურად დავუკავშირდებით LIBERTY ბანკს, როგორც კი პასუხს მივიღებთ, წარვუდგენთ ჩვენს მკითხველს.