დღესასწაულებზე, ხოლო ამ დღეებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სომხები აღდგომას აღნიშნავენ, ახალქალაქის ქუჩებში სუფრები და მანქანები ჩნდება, სადაც ხორცს და თევზს ყიდიან. ქუჩის ვაჭრობა ახლდება.
ქუჩის შუაში მაგიდა დგას, მასზე ხორცის ნაჭრები დევს, ცოტა უფრო შორს ძაღლი უყურებს ამ „უხვ“ სუფრას და არ შორდება მას. ცოტა მოშორებით იგივე სიტუაციაა, ფურგონი დგას, რომელშიც ისევ ხორცია. ზამთრის შემდეგ ქალაქი მტვერშია ჩაფლული, რეაგენტი, რომელიც თოვლის დროს ქუჩაში დაიყარა. მთელი მტვერი იდება საკვებზე, ხორცზე, თევზზე, რძის პროდუქტებზე…
ეს მდგომარეობა დღესასწაულების წინ შეიმჩნევა. პერიოდულად სიტუაციას ადგილობრივი ხელისუფლება აკონტროლებს, თუმცა კონტროლის შესუსტების შემდეგ ცენტრალურ ქუჩებში კვლავ ჩნდება საკვები პროდუქტები, რომლებსაც ძირითადად სოფლის მცხოვრებლები ყიდიან.
ხორცის პასაჟი, რომელიც ადრე აგრარული ბაზრის გვერდით იყო, პრივატიზებულ იქნა და შემდეგ მაღაზიებად გადაკეთდა. ახალქალაქში ხორცი რამდენიმე ცალკე მაღაზიაში იყიდება, რაც საკმარისია ახალქალაქელი მომხმარებლისთვის. მაგრამ დღესასწაულებზე, როცა ხორცის მოხმარება ჩვეულებრივზე მეტია, ამ პროდუქტზე მოთხოვნა იზრდება და მიწოდებაც იზრდება. სოფლებიდან ფერმერები პირუტყვს კლავენ და ქალაქში მიაქვთ გასაყიდად, მაგრამ პროდუქციის გასაყიდი ადგილი არ არის, ამიტომ ქუჩებში დროებითი, კუსტარული სადგომები ჩნდება. სასაკლაოების შესახებ, რომელთა ფუნქციონირება ხორცის შემდგომი რეალიზაციისთვის სავალდებულოა, საუბარი არ არის. სასაკლაო, რომელიც 2014 წელს გაიხსნა დაკვლის სავალდებულო რეგულაციებით, დაიხურა იმის გამო, რომ ხალხს არ მიჰყავდა პირუტყვი დასაკლავად.
„რატომ იღებთ ხორცს. მოვლენ და აუკრძალავენ გაყიდვას. სადმე ხომ უნდა გაყიდონ თავიანთი პროდუქცია“, – ამბობს ერთ-ერთი მცხოვრები, რომელმაც შენიშნა, რომ გადაღება მიმდინარეობდა.
შენიშვნაზე, რომ საკვები მტვერშია, ვინ იყიდის, მცხოვრებმა დაამატა: „სხვა ვერსად გაყიდიან, ბაზარში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ადგილი არ არის. ხოლო ფოტოს რომ გამოაქვეყნებთ, დააგდებენ აქედან”.
ახალქალაქში ბაზრის არარსებობის პრობლემა დიდი ხანია აქტუალურია, სადაც მოსახლეობას ხორცის, თევზის, რძის და სხვა პროდუქტების გაყიდვა შეეძლება, ასევე ის, რომ ახალქალაქში ქუჩის ვაჭრობასთან ბრძოლა ძალიან რთულია.
„ჩვენ ქუჩის ვაჭრობის აღმოფხვრის უფლება გვაქვს. რაც შეეხება სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ცენტრის მუშაობას, ამას ვერ გავაკეთებთ. საქმე იმაშია, რომ არის სპეციალური პირობები, რომლითაც ეს ცენტრია დაკავებული, ანუ თავისუფლად შეუძლიათ დააჯარიმონ თუ ქუჩაში გაყიდვის უფლება არ მისცენ. რადგან ეს არ შეესაბამება კანონებს. ბაზარი არის, არის თავისუფალი სავაჭრო ადგილები, მაგრამ იქ არ დადიან იმიტომ, რომ უფასოდ უნდათ გაყიდონ, ადგილისთვის არცერთი კაპიკის დახარჯვის გარეშე. როგორც არ უნდა მოხდეს ბაზრის რეაბილიტაცია და აღჭურვა, ისევ ისე აკეთებენ, როგორც უნდათ. ამიტომ უკეთესი იქნება, თუ სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ცენტრი, განსაკუთრებით ხორცსა თუ რძის ნაწარმზე დაიწყებს დაჯარიმებას, რომ გაიგონ“, – ამბობს ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ტერიტორიული დაგეგმარების სამსახურის უფროსი არა მოვსისიანი.
აქ ერიდებიან სხვა ქვეყნებსა და ქალაქებში არსებულ ეფექტურ მეთოდს – ჯარიმას, რადგან ქალაქი, რაიონი პატარაა, ყველა ერთმანეთს იცნობს, ხოლო წინ საპარლამენტო არჩევნებია.