ყოველწლიურად ფიზიკური და გონებრივი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების რაოდენობა იზრდება. თუმცა, ახალქალაქში ასეთი ბავშვების არც საზოგადოებაში ინტეგრირების შესაძლებლობა არსებობს, არც დამოუკიდებლობის, არც განათლების მიღების. დახმარებას არ ღებულობენ „განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების“ მშობლები, რომლებიც ბავშვის აღზრდისა და განვითარების სირთულეების წინაშე ხშირად ფსიქოლოგიურად ნებდებიან.

დიდი ოთახი, რომლის ერთ კუთხეში მაგიდები დგას, მეორეში სკამები – ფორტეპიანო… ეს ჯავახეთში ერთადერთი სარეაბილიტაციო ცენტრია, რომელიც საქართველოში სმხური სამოცუქულო ეკლესიის სამცხე-ჯავახეთის ვიკარიატის ქვეშ მუშაობს, РЕА სარეაბილიტაციო ცენტრის ფილიალი. ახალქალაქში ცენტრი 2010 წელს გაიხსნა, თუმცა ამ ხნის განმავლობაში იყო წლები, როცა ცენტრი ფინანსური პრობლემების გამო არ ფუნქციონირებდა. თუ 2016 წელს, როცა Jnews-ი ცენტრზე პირველად წერდა, 10 ბავშვი ესწრებოდა, ახლა მათი რიცხვი ნახევარზე მეტით შემცირდა. ბევრი მათგანი, ვინც მაშინ სარეაბილიტაციო ცენტრში დადიოდა, ახლა ხშირად დადის ახალქალაქის ქუჩებში, ისინი გაიზარდნენ და ახლა არაფერი აქვთ გასაკეთებელი.

მაგიდაზე ფერადი ქაღალდები, ღილები, წებო… 10 წელზე უფროსი 3 გოგონა ამზადებს ქაღალდის თაიგულებს, ამაში მათ ეხმარება ორი ადამიანი, რომლებიც აქ არიან მას შემდეგ, რაც შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის ერთადერთი ადგილი შეიქმნა. ცენტრი ბავშვებს იღებს კვირაში ორი დღე, 3 საათის განმავლობაში. სარეაბილიტაციო ცენტრში 4 ბავშვი დადის, თუმცა არა ყოველთვის, 1 ბიჭი და 3 გოგონა. ფელიქსი და ვარსენიკი განუყოფელნი არიან, ისინი გაკვეთილებს ცენტრის გახსნის პირველივე დღეებიდან ესწრებიან. როდესაც ფელიქსი არ არის, 21 წლის ვარსენიკი წუწუნებს. დანარჩენი ორი გოგონა, 16 წლის ლენა და 12 წლის მანია, მეგობრობენ ერთმანეთთან. ახალციხის მე-7 სპეციალიზებულ სკოლა-ინტერნატში ერთად სწავლობდნენ.

ეს ცენტრი მოქმედებს იმისათვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს შეეძლოთ არტ-თერაპიით დაკავება, ძირითადად — ეს არის ჭურჭლის მზადება, კერამიკა, თექაზე, ფერად ქაღალდებთან მუშაობა. მასწავლებლები რუზანა ერემიანი და ერანუი მაკარიანი ბავშვებთან ჯანსაღი ცხოვრების წესის შესანარჩუნებლად თამაშობენ. აქ ბავშვები ასევე სწავლობენ ლექსებს, მონაწილეობენ ღონისძიებებში და მათთვის ინტეგრაციის გაკვეთილებს ატარებენ, რაც ნიშნავს, რომ სხვადასხვა სკოლების ბავშვები ცენტრის მოსწავლეებთან სამოქალაქო განათლების გაკვეთილების ფარგლებში ურთიერთობენ.

რუზანა ერემიანი, გარდა რეაბილიტაციის ცენტრში ბავშვებთან მუშაობისა, საერთოსაგანმანათლებლო საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლად მუშაობს. მისი აზრით, მშობლები ხშირად ერიდებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საზოგადოებაში შეყვანას. მაგრამ ამის გარდა, მათი აქ გადაადგილებაც შეუძლებელია.

„ბავშვების ინტეგრაციისთვის ეს ყველაფერი საკმარისი არ არის. ამისთვის მათ მშობლებთანაც ბევრი აქვთ სამუშაო. კვირაში ორი დღე 3 საათი საკმარისი არ არის. მშობლებმა ასეთ ბავშვებს სახლში დავალებები უნდა მისცენ, საზოგადოებაში გაიყვანონ. რათქმაუნდა ჩვენი გარემოსთვის ცოტა მიუღებელია, არ ვიცი რატომ. სკოლაში სადაც ვასწავლი არის მე-12 კლასელი ბავშვი, რომელსაც ცერებრალური დამბლის მსუბუქი ფორმა აქვს, სხვა ბავშვები მას ძალიან ეხმარებიან. კიბეებზე ასვლაში ეხმარებიან. თუკი ბავშვებთან ვიმუშავებთ, ვფიქრობ, ცუდად აღარ მოექცევიან. ფიზიკური და გონებრივი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების რაოდენობა დროდადრო იზრდება. იყო დრო, როცა არდადეგების დროს ბავშვები საჩუქრებს იღებდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისგან, მაგრამ ბოლო 5-6 წლის განმავლობაში მათ არაფერი მიუღიათ. ცენტრი მუნიციპალური ბიუჯეტიდან არაფერს იღებს“, – ამბობს რუზანა ერემიანი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, მერიის სოციალური სამსახურის ინფორმაციით, სხვადასხვა ფსიქიკური და ფიზიკური მახასიათებლების მქონე 120 ბავშვი ცხოვრობს. ჯერ კიდევ 2016 წელს შშმ ბავშვების რაოდენობა 61 იყო. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სოციალურ პროგრამაში გათვალისწინებულია რამდენიმე პუნქტი, რომელიც შშმ პირებს ეხება, მაგალითად, ერთჯერადი დახმარება წელიწადში 500 ლარის ოდენობით, ან ფინანსური დახმარება ფასიანი განათლებისთვის, დაკრძალვისთვის, მედიკამენტებისთვის. ბიუჯეტში ასევე არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც ახალქალაქის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად 4000 ლარს გამოყოფს მხატვრულ ღონისძიებებში შშმ პირების მონაწილეობისთვის. ამასობაში ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა დიაგნოზის მქონე ბავშვებს სკოლაში სიარულიც კი უჭირთ.

იმისათვის, რომ გონებრივი და ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებმა განათლება მაინც მიიღონ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან სასწავლებლად ახალციხის სკოლა-ინტერნატში მიდიან, სადაც კვირაში 5 დღე რჩებიან. ორშაბათობით ბავშვები სპეციალურ მანქანას მიჰყავს და შაბათ-კვირას სახლში მოჰყავს. ამ სკოლაში მუნიციპალიტეტის 5 ბავშვი სწავლობს.

„ჩემი ქალიშვილი ახალციხეში დადის სკოლაში – ეს არის სპეციალური სკოლა, 9 კლასიანი. 6 წელია იქ სწავლობს. პირველად მანია მე-5 სკოლაში გავაგზავნე, ლოგოპედი ჰყავდათ. მითხრეს, კვირაში ორჯერ უნდა იაროს. მაგრამ ბავშვი სოფლიდან უნდა მეტარებინა. მერე დირექტორმა ახალციხის ამ სკოლაზე მითხრა. ბევრი მშობელი არ ზრუნავს ასეთ შვილებზე, ვიცნობდი ერთ მშობელს, ვისაც ბავშვი ჩემთან ერთად ლოგოპედთან დაჰყავდა. მითხრა, აჯობებს, ბავშვმა არ ლაპარაკობს, მაგრამ მეტის ტარება არ შეუძლია“, – ყვება ერთი ბავშვის მშობელი და ამატებს, რომ მისი ქალიშვილი ქართულად წერს და კითხულობს.

მისი თქმით, ძალიან რთულია კრიზისულ სიტუაციებში, როცა მშობელმა არ იცის როგორ მოიქცეს, ან იცის, მაგრამ ძალა არ ჰყოფნის.
„ასეთი ბავშვები აგრესიულები არიან, აგრესია მათ ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრების საშუალებას არ აძლევს. როცა ვუბრაზდები, მკბენს, ხანდახან სისხლჩაქცევამდე. სკოლა-ინტერნატში ბავშვებს შორის ყოფნისას ასეთი პრობლემები არ არის, მაგრამ აქ მას სხვანაირად ექცევიან. ახალქალაქში არ ესმით როგორ მოექცნენ. თავდაცვითი რეაქცია — აგრესია, ნერვიულობს როცა ხალხს მისი არ ესმის. ეპარქიის ცენტრში სიარული უნდა, აქ თავს ძალიან კარგად გრძნობს“,- ამბობს ის.

მშობლების ცხოვრება, რომლებსაც „განსაკუთრებული“ შვილები ჰყავთ, მათ გარშემო ტრიალებს. ბევრი სასოწარკვეთილებაში ვარდება და ნებდება, ზოგი კი შვილების ნებისმიერი განვითარებისთვის ბოლომდე იბრძვის. მაგრამ ყველას ერთი კითხვა აწუხებს: „რა მოუვა ჩემს შვილს ჩემს შემდეგ“.

„გინდა სხვებივით იყვნენ. მათი ასაკის ბავშვებს უყურებ და ადარებ, ძალიან რთულია. როცა გავიგე, რომ ჩემი შვილი განსაკუთრებული იყო, სულ 8 თვის იყო, სტრესული იყო, დღემდე სტრესში ვცხოვრობ. ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, ბავშვებს თუნდაც რამე მივცეთ. არაფერი არ არის, მხოლოდ ეს ცენტრი. ჩემი ქალიშვილი ახალციხეში სკოლაში სწავლობდა, მაგრამ უკვე გაიზარდა და ერთი წელია არ წასულა.მე-6 კლასიდან ამ სკოლაში გავაგზავნეთ, 3 წელი დადიოდა. არ არის ძალიან აგრესიული, მაგრამ როცა არ უნდა არ აკეთებს. ერთ მომენტში შეიძლება მოთმინება დაკარგოს და არ დაგიჯეროს. შეიძლება კარი მომიჯახუნოს მაგრამ ერთი საათის ან ნახევარი საათის შემდეგ დამშვიდდება და დათანხმდება იმას, რაზეც უარს ამბობდა. მეხუტება. არ ვიცი რა ელოდება მას. ჯერ ცოცხლები ვართ, მაგრამ როცა მოვკვდებით არ ვიცი რა იქნება. ყველაფერი ძალიან რთულია“, – ყვება მეორე ბავშვის დედა.

განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებს დამოუკიდებლად უწევთ სტრესის, დაღლილობის, დეპრესიის და შფოთვის დაძლევა. ზოგადად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ეს რთულია, მაგრამ განსაკუთრებით რთულია, თუ შესაძლებლობები შეზღუდულია და ხარ საზოგადოებაში, სადაც არ არის მიღებული იმის აღიარება, რომ შენი შვილი ავად არის. სადაც არაფერია ადაპტირებული ბავშვებისთვის, რომლებიც ეტლებით სარგებლობენ. სადაც არ არის ადგილები, სადაც მათ შეეძლოთ რაიმე პროფესიის სწავლა. სადაც არ არის ადგილები, სადაც მათ შეუძლიათ მიიღონ კვალიფიციური დახმარება, იყვნენ დამოუკიდებლები და იმუშაონ.

Дизайн без названия - 1

ფსიქოლოგის ჰასმიკ ქეიანის აზრით, გონებრივი ან ფიზიკური პრობლემების მქონე ბავშვებს შეუძლიათ საკუთარი თავის რეალიზება საზოგადოებაში, მაგრამ ისინი შეიძლება სხვადასხვა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ:

  • განათლების ხელმისაწვდომობა: მათ ხარისხიან განათლებაზე წვდომისას არასაკმარისი ინფრასტრუქტურის ან არასაკმარისად გადამზადებული მასწავლებლების გამო შეიძლება შეექმნათ პრობლემები.
  • სოციალური ინტეგრაცია: ბავშვებს სოციალური ინტეგრაცია შეიძლება გაუჭირდეთ გარშემომყოფების მხრიდან არასაკმარისი ცოდნის ან არასწორი აღქმის გამო.
  • ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობა: მათ შეიძლება შეექმნათ პრობლემები ჯანდაცვისა და რეაბილიტაციის სერვისებზე წვდომისას, რაც განვითარებასა და გარემოსთან ადაპტაციაში შეიძლება დაეხმაროს.
  • დისკრიმინაცია და სტიგმატიზაცია: ბავშვები მათი მახასიათებლების გამო შეიძლება საზოგადოების დისკრიმინაციისა და სტიგმატიზაციის წინაშე აღმოჩნდნენ, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მათ თვითშეფასებაზე და სოციალურ განვითარებაზე.
  • დასაქმების შეზღუდული შესაძლებლობები: სწავლის დასრულების შემდეგ, მათ შეიძლება შეექმნათ დასაქმების შეზღუდული შესაძლებლობები დამსაქმებლის მიკერძოებულობის ან შრომის ბაზარზე ინტეგრაციის არასაკმარისი მხარდაჭერის გამო.
  • საზოგადოებრივი სივრცეებისა და სერვისების მიუწვდომლობა: მათ შეიძლება გაუჭირდეთ საჯარო სივრცეებსა და სერვისებზე წვდომა არქიტექტურული ბარიერების ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული სერვისების არარსებობის გამო.

ფსიქოლოგი ასევე აღნიშნავს იმ პრობლემებს, რომლებსაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების მშობლები აწყდებიან და ასევე აღნიშნავს, რომ მათი დახმარების შესაძლებლობა არსებობს.

„არსებობს სპეციალიზებული ფსიქოლოგიური დახმარება მშობლებისთვის, რომელთა შვილები გონებრივი ან ფიზიკური პრობლემებით იბადებიან. ეს დახმარება შეიძლება მოიცავდეს კონსულტაციას, მხარდაჭერას და რჩევას ბავშვზე ზრუნვის შესახებ, ასევე დახმარებას ახალი რეალობის მიღებაში და ემოციური სტრესის მართვაში. ფსიქოლოგებს და ფსიქიატრებს შეუძლიათ დაეხმარონ მშობლებს შვილთან ეფექტური კომუნიკაციის ათვისებაში, შეიმუშაონ თავის მოვლის სტრატეგიები და ისწავლონ ეფექტურად გაუმკლავდნენ შიშის, მწუხარებისა და შფოთვის გრძნობებს. მაგალითად, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა შეიძლება მოიცავდეს დანაშაულისა გრძნობის და სტრესის დაძლევის კონსულტაციას, რომელიც დაკავშირებულია ბავშვის პრობლემის შესაძლო მიზეზებთან. სახლის და საზოგადოებრივ სფეროებში ბავშვისთვის ხელშემწყობი გარემოს ორგანიზების რჩევებს. ბავშვის განვითარების საჭიროებების გათვალისწინებით ახალ რეალობაში მიღებისა და ადაპტაციის მხარდაჭერას. მშობლებისთვის რესურსების და დამხმარე ჯგუფების მოძიებაში დახმარებას, სადაც შეუძლიათ გამოცდილების გაზიარება და ანალოგიური გამოწვევების წინაშე მყოფი სხვა ოჯახებისგან მხარდაჭერის მიღებას”,- ამბობს ფსიქოლოგი ჰასმიკ ქეიანი.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემას ახალქალაქში 120 ბავშვი და მათი მშობლები ყოველდღიურად აწყდება. ხოლო მათი დახმარების შესაძლებლობები აქ მინიმალურია ან არ არსებობს.