საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის საწყისი მონაკვეთი უკვე ორი წელია ძნელად გასავლელ მდგომარეობაშია, და ყოველდღიურად ორმოები ე.წ. „გოროდოკის“ მონაკვეთზე უფრო დიდი და ღრმა ხდება. კომპანია „არალი“, რომელმაც ახალქალაქი-კარწახის გზა რეაბილიტაცია განახორციელა, ორჯერ დაჯარიმდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა პირობა დადო, რომ მონაკვეთი კეთილმოწყობილი იქნება, როგორც კი „ამინდი ამის საშუალებას მისცემს“.
საერთაშორისო საავტომობილო გზის ახალქალაქი-კარწახის საწყისი მონაკვეთი თავის ტკივილია როგორც მიმდებარედ მცხოვრებთათვის, ასევე სატვირთო მანქანების მძღოლებისთვის, რომლებიც თურქეთში ან პირიქით ტრანსპორტირებას ახორციელებენ. აღნიშნული მონაკვეთი ყოფილი პირველი სამხედრო ქალაქის საზღვართან არის, რის გამოც მას “გოროდოკს” უწოდებენ. უკვე ორი წელია, აღნიშნული მონაკვეთი საშინელ მდგომარეობაშია, არცერთ მძღოლს არ სურს იქ გავლა, მაგრამ ბევრი იძულებულია.
გასული 2023 წლის განმავლობაში კომპანია „არალიდან“, რომელსაც აღნიშნული ადგილის რეაბილიტაცია უნდა განეხორციელებინა, და საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან Jnews-ის კითხვებს პასუხობდნენ, რომ მალე დაიწყებდნენ ამ უბნის რეაბილიტაციას, მაგრამ ჯერჯერობით ის არ არის კეთილმოწყობილი.
გზის ამ მონაკვეთზე მყოფი კორპუსების მოსახლეობა პასუხისმგებელი ორგანოებისთვის მიმართვით უკვე დაიღალა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან გვითხრეს, რომ კომპანია „არალი“ დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის გამო ორჯერ დაჯარიმდა და შესაბამისი კლიმატური პირობების დადგომისთანავე გზის ამ მონაკვეთის რეაბილიტაციაზე მუშაობა დაიწყება.
„არალიმ” ორჯერ დიდი ჯარიმა მიიღო, რადგან არ გაასწორა, მათგან აღარაფერს ველოდები. ველოდები, რომ ამინდმა შეგვიწყოს ხელი, სხვა კომპანია გამოასწორებს, ალბათ „ჯავახ ავტო გზას“ ვთხოვ. თქვენთან საუბრის შემდეგ დავურეკავ „ჯავახ ავტო გზას“ და ვთხოვ, დროებით ორმოები ცივი ასფალტით ამოავსონ, რათა ცოტათი გამოსწორდეს, სანამ ამინდის პირობები გაუმჯობესდება და გზის მთლიანი რეაბილიტაცია არ ჩატარდება“, – თქვა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ პავლე გამყრელიძემ.
“გოროდოკის” მონაკვეთი ჯერ კიდევ არ არის ასფლატირებული
“გოროდოკის” მონაკვეთზე “უბრალო რეაბილიტაცია არ გამოდგება”