ახალქალაქში ტროტუარი და სავალი ნაწილი თითქმის ერთი და იგივე ფუნქციას ასრულებს, რადგან მანქანებს ტროტუარზე აყენებენ, ფეხით მოსიარულეები ქუჩის ნაწილზე გადადიან. მანქანების გარდა, პრობლემას ემატება მიშენებები, რომლებიც ართულებს ან მთლიანად ზღუდავს ფეხით მოსიარულეთა მოძრაობას ტროტუარებზე.
ბოლო დროს აღმაშენებლის ქუჩაზე, მრავალსართულიანი კორპუსის გვერდით გაჩნდა მონაშენი, რომელმაც მთელი ტროტუარი დაიკავა. ეს ფეხით მოსიარულეებს აიძულებს გადაადგილდნენ საავტომობილო გზის გასწვრივ, რაც ამ ქუჩის შემთხვევაში სახიფათოა, რადგან ამ მონაკვეთზე მანქანები ხშირად მოძრაობენ დიდი სიჩქარით და იქ ბევრი ავარია ხდება.
ახალქალაქში მიშენებებთან დაკავშირებული პრობლემური ზონა არის აღმაშენებლის ქუჩის №14 კორპუსის ეზო. კორპუსის ეზოში დგას კერძო ნაგებობები, რომელთა მოხსნის გარეშე შეუძლებელია ტერიტორიის მოასფალტება. ზოგიერთი მცხოვრები დათანხმდა და მოაშორა საკუთარი მიშენებები, ზოგი არა. მონაკვეთი ჯერ კიდევ 2017 წელს უნდა მოასფალტებულიყო, თუმცა სამუშაოები სწორედ მიშენებების გამო შეჩერდა. ასფალტის უქონლობის გამო ყოველი წვიმის დროს საკუთარ სახლებში მაღალსართულიანი კორპუსების მცხოვრებლებისთვის „პატიმრობად“ იქცევა.
აღმაშენებლით რომ ჩახვიდე, თავისუფლების ქუჩასა და ქალაქის ცენტრში, ბევრი ასეთი „დაკავებული“ ტროტუარის ნახვა შეიძლება. მაგალითად, საქართველოს ბანკის ზემოთ არსებული ტროტუარი, რომელზეც უზარმაზარი კიბე გაჩნდა. ამ ქუჩის სხვა კიბეებთან შედარებით, ეს კიბე ძალიან არის წინ წამოწეული და ტროტუარზე მხოლოდ ერთი ადამიანის ადგილი არის.
ზოგადად, როგორ რეგულირდება ახალქალაქში ტროტუარებზე მშენებლობის პროცესი? ვისაც რაიმეს აშენება ან უბრალოდ ტროტუარზე განთავსება სურს, უნდა მიმართოს მერიას და მიიღოს ნებართვა. მუნიციპალურ ქუჩებთან ტროტუარებს არეგულირებს მერია, სახელმწიფო გზებთან ტროტუარებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. ტროტუარით სარგებლობისთვის ყოველთვიურ ქირას იხდიან.
არქიტექტურისა და ეკონომიკის დეპარტამენტი ერთობლივად მოქმედებს. მცხოვრებელმა უნდა მიმართოს მერიის არქიტექტურის სამსახურს, სადაც მისი სიტუაცია განიხილება. არქიტექტურის განყოფილების უფროსის, კარინე ბატოიანის თქმით, არსებობს უამრავი კრიტერიუმი, რომლითაც მიიღება გადაწყვეტილება, მათ შორის ტროტუარის სიგანე და გავლის საშუალების არსებობა. ყველაფრის ჩამოთვლა შეუძლებელია, რადგან თითოეულ შემთხვევაში ყველაფერი განსხვავებულია.
„ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია. ჩვენ ვწყვეტთ, რამდენად მიზანშეწონილია ამ ფართის მოსახლესთვის გამოყოფა. იქნებ ტროტუარი ვიწროა და არ ღირს იქ აპარატის დაყენება, კიბის ან აივნის აშენება. ეს ასევე დამოკიდებულია ტროტუარის გავლის საშუალებაზე, ან ვუყურებთ, ხელს ხომ არ უშლის ადამიანის მიშენება/მოწყობილობა სხვებს, ვინმეს ფანჯარას ან სხვ. ხომ არ ფარავს”,- კომენტარს აკეთებს ის.
თუ აღნიშნულ ეტაპზე ხელისშემშლელი გარემოებები არ გამოვლინდება, მაშინ ჩაერთვება ეკონომიკის დეპარტამენტი, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს მიზანშეწონილად მიაჩნია თუ არა ტროტუარის ამ ნაწილის მცხოვრებისთვის იჯარით გადაცემა. თუ ნებართვას მისცემენ, არქიტექტურის დეპარტამენტი ნებართვას გასცემს.
შეგახსენებთ, რომ არის შემთხვევები, როდესაც ბიზნეს ობიექტებს არ აძლევდნენ ობიექტთან ახლოს ტროტუარზე სარეკლამო ბანერის დაყენების უფლებას, „ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს დისკომფორტი არ შეექმნათ“, მაგრამ ამავდროულად, მთელ ქალაქში არის სტრუქტურები, რომლებიც დაიკავოს ტროტუარები და ხელი შეუშალოს ფეხით მოსიარულეებს.
აღვნიშნავთ, რომ არის შემთხვევები, როდესაც ბიზნეს ობიექტებს არ აძლევდნენ ობიექტთან ახლოს ტროტუარზე სარეკლამო ბანერის დაყენების უფლებას, „რომ ფეხით მოსიარულეებს დისკომფორტი არ შეექმნათ“, მაგრამ პარალელურად მთელ ქალაქში არის მიშენებები, რომლებიც ტროტუარებს იკავებს და ფეხით მოსიარულეებს უშლის ხელს.