წელს წმიდა სომხური სამოციქულო ეკლესია ბუნ ბარეკენდანის (დიდი მასლენიცას) დღესასწაულს აღნიშნავს 11 თებერვალს, რომელიც დიდმარხვის დასაწყისს ნიშნავს და ამ დღეს აღევლინება დახურული მსახურება. 12 თებერვალს კი დიდმარხვის პერიოდი იწყება.
ბუნ ბარეკენდანი წინ უძღვის ყველაზე ხანგრძლივ მარხვას. ბარეკენდანი არის ადამიანური ბედნიერების შესახებ მეხსიერება, რომლითაც ადამი და ევა სამოთხეში სარგებლობდნენ . ეს ასევე ზეციური ცხოვრების მაგალითია, სადაც ადამიანს უფლება მიეცა ეჭამა ყველა ხილი, გარდა კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფისა, რომელიც მარხვის სიმბოლოს წარმოადგენს.
ბარეკენდანი – სათნოებათა გამოვლინება. ამ დღეს ხალხი გლოვიდან სიხარულში გადადის, ტანჯვიდან მშვიდობამდე. სწორედ ამ გაგებით იწყებს ყოველი ქრისტიანი დიდი მარხვის გზას თავმდაბლობით, მონანიებით, მარხვით და მოწყალების იმედით. ის გრძელდება 48 დღე, ბუნ ბარეკენდანიდან წმიდა აღდგომამდე, აღდგომის დღესასწაულამდე.
ახალქალაქის სურბ ხაჩ ტაძრის სასულიერო პირმა, ტერ ნარეკ ტიგრანიანმა, ბუნ ბარეკენდენსა და დიდმარხვაზე ისაუბრა.
მარხვის დროს ადამიანები მხოლოდ მცენარეულ საკვებს იყენებენ. მარხვის დროს უარს ამბობენ არა მხოლოდ გარკვეული საკვებზე, არამედ მავნე ჩვევებზე, როგორიცა ზედმეტი საუბარი, ტყუილი, გინება და სხვა ცოდვა.
ცოდვისგან თავის დაღწევის გარეშე საკვებზე უარის თქმას აზრი არ აქვს. „სატანა ყოველთვის მარხულობს, არაფერს ჭამს, მაგრამ ცოდვის ჩადენას არ წყვეტს და არ იღლება“, – ამბობს წმინდა გრიგორ ტათეველი.
„მთაზე ქადაგებაში“ ქრისტე საუბრობს მარხვაზე; „და როდესაც მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, თვალთმაქცთა მსგავსად, თავ-პირი რომ ჩამოსტირით, რათა მმარხველებად ეჩვენონ ხალხს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. ხოლო შენ, როდესაც მარხულობ, თავს იცხე და დაიბანე პირი შენი.“ (მათეს სახარება 6:16-18).
ჩვენი უფალი გვასწავლის, როგორი სულით უნდა გაკეთდეს ეს. როგორც ავადმყოფობა მოქმედებს სხეულზე, ასევე ცოდვა მოქმედებს სულზე. მარხვის დაცვა არ არის ცოდვების გამოსყიდვა, ღმერთია გამომსყიდველი. მაგრამ მნიშვნელოვანია ამ გამომსყიდველ ზიარებაში შენარჩუნება. მონანიება, ლოცვა, სინანული – ღმერთის განკურნებისა და გამომსყიდველი ძალის მიღების მთავარი პირობა.
მარხვის 40 დღე სიმბოლოა ქრისტეს ორმოცდღიანი ლოცვის, მარხვისა და მონანიების უდაბნოში. „დაბრუნდა იორდანედან სულიწმიდით აღვსილი იესო და სულის მერ გაყვანილ იქნა უდაბნოში. ორმოც დღეს იცდებოდა ეშმაკისგან და არაფერი უჭამია იმ დღეებში; მათი დასრულების შემდეგ მოშივდა. უთხრა მას ეშმაკმა: “თუ ღმერთის ძე ხარ, უთხარი ამ ქვას, რომ პურად იქცეს“ (ღუკ. 4:1-3). იესო მარხვა კაცობრიობის გადასარჩენად დაიცვა, მან მოინანია კაცობრიობის ნაცვლად, რათა ყველა მარხვის მონანიება მისი მარხვის წყალობით შეეძინა აზრი და რეალობა. ორმოცდღიან მარხვას მოჰყვება კიდევ ერთი ერთკვირიანი პერიოდი – წმინდა კვირა. ამიტომ ორმოცდღიანი მარხვა 48 დღე გრძელდება.
დიდმარხვა მოიცავს შვიდ კვირას, შვიდ დასამახსოვრებელ დღეს: ძირითად ბარეკენდანს, არტაქსუმს (გასვლის იგავი), ანარაკს (იგავი უძღები შვილის შესახებ), ტნტესი, დათავორი (იგავი ღვთის სამსჯავროზე), გალსტიანი (მოვლინება) და წაღკაზარდი (ბზობის კვირა).
დიდ მარხვას მიჩინკი ყოფს. მარხვა ამ დღეს არ ირღვევა, უბრალოდ ხალხური ტრადიციების მიხედვით ამ დღეს სამარხვო გათას (ბაგარჩს) ამზადებენ.
დიდმარხვაში, ძველი წეს-ჩვეულებების თანახმად, ნიშნობა და მსხვერპლშეწირვა (სამხტო) იკრძალებოდა. თუმცა, როგორც მღვდელი ტერ ნარეკ ტიგრანიანი აღნიშნავს, კათალიკოს ვაზგენ ა-ს განკარგულებით, საჭიროების შემთხვევაში, ნებადართულია ნიშნობა დიდმარხვის კვირას და კვირაობით, გარდა „ვნების კვირეულის“ ყველა დღისა.
დიდმარხვის შემდეგ მაშინვე იწყება წმინდა კვირა, რომელიც მაცხოვრის მიწიერ ცხოვრებაში ბოლო, ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს ასახავს, მის გამარჯვებით შესვლას იერუსალიმში (ბზობის კვირა), ბოლო ვახშამი, ღალატი, ვნება (ტანჯვა), ჯვარცმა, სიკვდილი, დაკრძალვა და ბოლოს, აღდგომა.