Jnews-ი ერთი კვირაა ახალქალაქის მერიისგან მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების მუშაობაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში აღნიშნული ხარვეზების შესახებ კომენტარის მიღებას ცდილობს, თუმცა მერს ვერ შევხვდით. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაო ჯგუფმა „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების შესაბამისობის შემოწმების ანგარიში“ საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელების მონაწილეობით განიხილა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ანგარიშში აღნიშნულ საქმიანობაზე. ახალქალაქის საკრებულოს სამუშაო ჯგუფმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნაირი ირიციანთან ერთად, მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კომენტარები განიხილეს, ვინაიდან მათ სახელმწიფო აუდიტისგან ოფიციალური წერილი მიიღეს, განიხილონ კომენტარები და სამომავლო სამუშაოებში შეასწორონ.
დისკუსიაზე მერიის თითოეული სამსახურის უფროსმა ისაუბრა თავის საქმიანობაზე და კონკრეტულად მის სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებზე გააკეთა კიმენტარი.
საკრებულოს თავმჯდომარის ნაირი ირიციანის თქმით, აუდიტის კომენტარების უმეტესი ნაწილი 2023 წელს იყო გასწორებული.
„შენიშნების 80-90% უკვე გასწორებულია. დაუმთავრებელი სამუშაოები 2023 წელს დასრულდა. მერიაში მივწერეთ წერილი, რათა გაგვეგო, რომელი კომენტარებია უკვე გასწორებული, რა რჩება და რა არის საჭირო. მოგვიანებით იმუშავეს. მაგალითად, იქ წერდნენ „სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის მუშაობაზე, რომ მოსახლეობამ ვერ ნახა გარკვეული სამუშაოების შედეგი, მაგრამ ეს სამუშაოები 2023 წელს არის დასრულებული. ბევრი იყო დაუმთავრებელი პროექტების შესახებ. სამსახურების ხელმძღვანელებმა განმარტეს სად, რა ჩატარდა“, – თქვა ნაირი ირიციანმა.
მერიიდან პასუხის მიღების შემდეგ, საკრებულო სახელმწიფო აუდიტის სამსახურს პასუხს გაუგზავნის, რომ აცნობოს, რომელი სამუშაოებია უკვე შესწორებული და რომელზე ჩატარდება სამუშაოები.