ლარის რუბლთან მიმართებაში დაბალმა კურსმა ჯავახეთის ბევრი ოჯახის ბიუჯეტზე იმოქმედა. საზღვარგარეთ ნამუშევარი სახსრები, ძირითადად რუსეთში, რომელიც გაზაფხულამდე უნდა ყოფილიყო საკმარისი, ბევრს ამოეწურა, ამის გამო ბევრი ისევ წავიდა საზღვარგარეთ სამუშაოდ, მაგრამ სოფლებში საზღვარგარეთ სამუშაოდ მასობირივი გასვლა არ დაწყებულა. ერთი სოფლის 10-20 მამაკაციდან წელს მხოლოდ ერთი არ აპირებს „ხოფანში“ წასვლას, რადგან არ აწყობს. დანარჩენს არ შეუძლია, რადგან ალტერნატივა არ აქვთ.
ერთ თვეში ჯავახეთის მამაკაცების „ხოფანში“ (საზღვარგარეთ მუშაობა) სიარულის სეზონი დაიწყება. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მასობრივი უმუშევრობის გამო დიდი ხანია „ხოფანი“ ბევრი მამაკაცისთვის მუშაობის ერთადერთი წყაროდ იქცა. სოფლის მეურნეობით ბევრი ოჯახებს ვერ ინახავს, მითუმეტეს, რომ ბოლო წლებში ბევრი კარტოფილს ვერ ყიდის, ასევე ჯავახეთში სოფლის მეურნეობა ვერ იქცა ბიზნესად.
„შარშან რუსეთში ნამუშევარი რუბლი უკვე გავცვალე და დავხარჯე. ოჯახმა უნდა იცხოვროს, ამიტომ მაღალ ან დაბალ კურსს აღარ უყურებ, ცვლი. მე ხომ ვერ დაველოდები, მითუმეტეს არც ვიცი რამდენ ხანს უნდა ველოდო, იქნებ პირიქით მოხდეს, უფრო გაიაფდეს. არ ვიცი, რომ დავრჩე, რით დავკავდე. კარტოფილის იმედიც ვერ გვექნება. სოფლის მოსახლეობა ვერ ყიდის, გასულ წელს საერთოდ გადაიყარა , ხოლო „ხოფანში“ იცი, რომ ხელფასი გაქვს, მიუხედავად იმისა, რომ დაბალი“,- თქვა სოფელ კოჩიოს მცხოვრებმა.
ხაჩატურ მარტიროსიანი რუბლის კურსით უკმაყოფილოა, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ხედავს. ის 2006 წლიდან ხოფანში დადის.
„თანასოფლელები ერთი წელი მინდორში მუშაობდნენ, ახლა კარტოფილს ვერ ყიდიან. მათ ის ცოტაც, რაც ჩვენ გვაქვს, არ აქვთ“,- ამბობს ხაჩატურ მარტიროსიანი.
არმენ ისრაელიანი დაიღალა, აღარ უნდა წასვლა და სოფლის მეურნეობით აპირებს დაკავებას. ის 2006 წლიდან მიდის სამუშაოდ.
„2006 წლიდან დავდიოდი ხოფანში. მაგრამ წელს დაბალი კურსის გამო გადავიფიქრე, დავრჩები და სოფლის მეურნეობით დავკავდები. ჩემნაირი, ვისაც აღარ უნდა წასვლა, ჩვენს სოფელში ბევრია“,- ამბობს არმენ ისრაელიანი.
ასაკოვანი მამაკაცი, რომელიც ხოფანში სამუშაოდ აღარ დადის სხვა პრობლემაზე საუბრობს, არა ფინანსურ, არამედ ფსიქოლოგიურ და სოციალურ.
«ბევრისთვის ეს არა მხოლოდ სამუშაოა, არამედ ჩვევაც არის. ისინი ოჯახურ საზრუნავს გადაჩვეულები არიან, ან აღარ უნდათ, ამგვარად თავისუფლდებიან პასუხისმგებლობებისგან, საზრუნავისგან. ასეთ ცხოვრებას მიეჩვივნენ. სახლში 2-3 თვეზე მეტხანს ვერ ჩერდებიან»,- თქვა მან.
ცოტაა თუ ბევრი სამუშაო, უნდათ თუ დაიღალნენ, ამის მიუხედავად, „ხოფანი“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ბევრისთვის ჯერჯერობით შემოსავლის ერთადერთი წყაროა, და სანამ სამუშაოების სიტუაცია არ შეიცვლება, ან სანამ სოფლის მეურნეობა ადგილობრივებისთვის ბიზნესად არ გადაიქცევა, ჯავახეთის მამაკაცები „ხოფანის“ ალტერნატივა ვერ ნახულობენ.