30 იანვარს, ნერსისიანის სასულიერო სემინარიის 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით ორგანიზებული იყო ექსკურსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის აპარატის წარმომადგენლებმა, ახალგაზრდებმა და სტუდენტებმა. მას საზოგადო მოღვაწე ლევონ ჩიდილიანი უძღვებოდა, რომელიც იქ მიმდინარე გამოფენის ავტორია.

„გამოფენაზე წარმოდგენილია 200-ზე მეტი საარქივო დოკუმენტი და ფოტოსურათი, რომლებიც სომხეთისა და საქართველოს ეროვნულ არქივებში, სომხეთისა და საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკებში, ეღიშე ჩარენცის სახელობის ხელოვნებისა და ლიტერატურის მუზეუმებში, ისტორიაში, სარდარაპატში, მატენადარანში და კერძო კოლექციებში აღმოვაჩინე, ხოლო თავად გამოფენა ნერსისიანის სასულიერო სემინარიის 200 წლის იუბილეს ეძღვნება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი დემონსტრირდება ამ ისტორიულ შენობაში, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო კავკასიის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, რომელმაც ძალიან თბილად მიიღო საქართველოში სომხეთის ელჩის, ბატონ სმბატიანის ინიციატივა”,- Jnews-თან ინტერვიუში თქვა ლევონ ჩიდილიანმა.

ის ახალგაზრდების ინტერესს დადებითად აფასებს და მოხარულია, რომ დღევანდელ ექსკურსიაზე ბევრმა ახალგაზრდამ და სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. ჩიდილიანის თქმით, ყველამ უნდა იცოდეს ამ განსაკუთრებული სკოლის შესახებ, ამასთანავე პატრიოტიზმის იდეის და პატრიოტიზმის შესახებ, მნიშვნელოვანია მათში სამშობლოს სიყვარულის გაღვიძება.

jemaram

jemaran 2

jemaran 3

jemaran 4

jemaran

შეგახსენებთ, 26 იანვარს, ნერსისიანის სასულიერო სემინარიის 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისის კავკასიის უნივერსიტეტში “თბილისის ნერსისიანის სასულიერო სემინარია – 200” გამოფენის გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელიც საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს და თბილისის კავკასიის უნივერსიტეტის მხარდაჭერით იყო ორგანიზებული, და დღეს მსურველებს საზოგადო მოღვაწის ლევონ ჩიდილიანის მიერ კომენტირებული საარქივო დოკუმენტების და ფოტოსურათების შესწავლის და გაცნობის შესაძლებლიბა ჰქონდათ.