თუ რამდენიმე წლის წინ სპორტისა და დროს ტარების საზოგადოებრივი ადგილების სფეროში მთავარი პრობლემა ასეთი ადგილების ნაკლებობა იყო, ახლა მათი მოვლა-პატრონობის საკითხი დგას. ამაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაფიქრდნენ. თემა 30 იანვარს, საკრებულოს ბიუროს სხდომაზე დღის წესრიგის ფარგლებს გარეთ დაისვა.
30 იანვარს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარე წლის პირველი სხდომა გაიმართა, სადაც 2024 წლის ბიუჯეტის ცვლილებები დამტკიცდა, მერიის თანამშრომელთა საშტატო ცხრილი და მწვანე ნერგების საბოლოო სია, რომლის გაშენებაც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებსა და გამწვანების პროექტის პირობებში შეიძლება.
ბიუროს სხდომაზე, სადაც ეს საკითხები განიხილეს, ტერიტორიულ-საოლქო დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ გენადი ელიზბარიანმა საკითხი მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი კეთილდღეობის დაცვის საკითხი წამოაყენა, თუ ვინ გააკონტროლებს სპორტულ და საბავშვო მოედნებს, რომლებიც „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით აშენდა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის უფროსმა მნაცაკან ფამბუხჩიანმა უპასუხა, რომ პარკებში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა ახალქალაქის სერვისცენტრის მიერ კონტროლდება.
ბოლო წლებში ახალქალაქში და სოფლებში ბევრი საბავშვო და სპორტული მოედანი აშენდა, ქუჩის ტრენაჟორები დამონტაჟდა, ბევრ სოფელში და ქალაქში ახალი მოედნები გაჩნდა.
გენადი ელიზბარიანმა შენახვისა და მომსახურების ვალდებულების სოციალური მომუშავეებისთვის გადაცემა შესთავაზა, რადგან ყველა სოფელში არის სოციალურად დაუცველი ოჯახები.
მერიის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ სოფლებში ქონებას სოფლის უფლებამოსილი პირები აკონტროლებენ, ხოლო ქალაქში ტერიტორიალური მომუშავეები. თუმცა, აღნიშნული კონტროლი არაოფიციალურია და ზეპირი შეთანხმების დონეზეა.
საკრებულოს თავმჯდომარემ ნაირი ირიციანმა შესთავაზა მეტი ეფექტისთვის ეს ვალდებულება ოფიციალურად გადავიდეს სოგლის უფლებამოსილ პირებზე და სპორტული ორგანიზაციების ხელმძღვანელებზე.
“ქალაქში 6-7 ტრენაჟორი, სპორტული მოედნები გვაქვს, ყველა სოფელში არის სპორტული და საბავშვო მოედნები, რასაკვირველია, რაც პარკში არის, სერვისცენტრი ემსახურება, მაგრამ თუ მცირე სამუშაოს გაკეთებაა საჭირო, მაგალითად სადღაც ბოლტი მოსძვრა, ვინ შეაკეთებს. თუკი ოფიციალურად ვინმეს ვალდებულება იქნება, უფრო ყურადღებით იქნება”,- თქვა ნაირი ირიციანმა.
ნაირი ირიციანმა დაამატა, რომ ისინი ამ თემასთან დაკავშირებით შეთავაზებებით წერილს ამზადებენ, რომ მერიაში გააგზავნონ.
„წვრილმანი სამუშაოსთვის, რომელიც დიდ თანხებს არ საჭიროებს, ჩვენ ვთავაზობთ ეს პასუხისმგებლობა მუნიციპალიტეტის სპორტული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს დაეკისროს. მათ შეუძლიათ გააკონტროლონ და განახორციელონ მცირე სამუშაოები. ხოლო სამუშაო, რომელიც მოითხოვს დიდ ხარჯებს, ბუნებრივია, დამატებითი თანხების გამოყოფით განხორციელდება. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ჩვენი ქონება კონტროლდებოდეს და შენარჩუნებული იყოს. ჩვენ იდეას გთავაზობთ, თქვენ არჩევანს გააკეთებთ“, – თქვა ნაირი ირიციანმა.