SMM მენეჯერის პროფესიამ დიდი ხანია მოიპოვა პოპულარობა მთელ მსოფლიოში, მაგრამ ახალქალაქში ცოტა ხნის წინ შემოვიდა. თუ ახალქალაქელი მეწარმეებისთვის Facebook-ისა და Instagram-ის ექაუნთების გახსნა უკვე ჩვეულებრივი გახდა, ამ გვერდების თანამედროვე ტენდენციების შესაბამისად შენარჩუნება და პოპულარიზაცია ჯერ არც ისე გავრცელებულია.
SMM (Social Media Marketing) – მარკეტინგი, რომლის მიზანია მომხმარებლების მოზიდვა, კლიენტების შენარჩუნება და გაყიდვა სოციალურ ქსელებში.
SMM მენეჯერი – სპეციალისტი, რომელიც სოციალურ ქსელებში ბრენდებისა და პროდუქტების პოპულარიზაციას ახდენს.
ახალქალაქის ბიზნეს სექტორში ყველაზე გავრცელებულია სწრაფი კვების ობიექტები, რესტორნები, ოფლაინ და ონლაინ ტანსაცმლის მაღაზიები. დროთა განმავლობაში თითქმის ყველა ბიზნესი ხსნის ინსტაგრამ გვერდს, მაგრამ რეგულარული და ხარისხიანი სოციალური ქსელის მართვის კულტურა ახალქალაქში ჯერ არ შემოსულა. ხშირად შეგიძლიათ იპოვოთ “მიტოვებული” ექაუნთები, რომლებიც დრო და დრო იმართება, დაბალი ხარისხის კონტენტით. თუმცა, უკვე ჩნდება ბიზნესები, რომლებიც ფოკუსირებულია სოციალურ ქსელებზე.
ლუსი უნანიანი ახალქალაქში ყავის მაღაზია „Cofeex“-ის თანამფლობელია. მან პირველმა დაიწყო მოკლე, იუმორისტული კლიპების გადაღება, რომლებმაც დიდი ნახვები მოიპოვა, ახალქალაქის აუდიტორიას შეუყვარდა.
„სოციალურ ქსელებს დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ბოლო წლებში, რადგან ყველა ადამიანი რომელიმე ქსელში არის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმა იმუშაოს აღიარებაზე და თვალსაჩინოებაზე. რაც შეეხება ახალქალაქს, ეს აქაც მნიშვნელოვანია, რადგან თუ სწორ კონტენტს ქმნი, იცი შენი აუდიტორიის საჭიროებები, ავტომატურად მოიპოვებ პოპულარობას. განსაკუთრებით ჩემი ბიზნესისთვის – მე მყავს ორი სამიზნე ჯგუფი, ერთი ხარისხიანი ყავის მოყვარული და მეორე ახალგაზრდები, რომლებსაც ყველაფერი ახალი უყვართ. ზუსტად ისინი არიან სოციალურ ქსელებში, Instagram-ში, TikTok-ში. ამიტომ, ეს მნიშვნელოვანია ჩემი ბიზნესისთვის“.
ის თავად მართავს თავის გვერდს და აღიარებს, რომ ამ საქმეს არ ანდობს სხვას. სოციალური ქსელების მუშაობის მისი სტრატეგია არის ყავის პოპულარიზაცია, აბონენტებს შორის იმის გაგება, რომ Cofeex-ში შეგიძლიათ მიიღოთ მაღალი ხარისხის ყავა ხელმისაწვდომ ფასად და გაატაროთ სასიამოვნო დრო.
„ჩვენ სხვადასხვა ფორმატ გავაკეთეთ, ვცადეთ და უკვე ვიცით, თუ რა მოსწონს ჩვენს აუდიტორიას, ალბათ, სოციალური ქსელების მხრივ სხვა ადამიანს არ ვენდობი, რადგან ვფიქრობ, რომ მფლობელმა უკეთ იცის მისი საჭიროებები და პრობლემები, კლიენტმა უკეთ იცის, რა ხდება მის ნიშაში“, – კომენტარს აკეთებს ის.
ნაირა ოგანესიანი – ერთ-ერთი მცირერიცხოვან SMM მენეჯერთაგანია ახალქალაქში. ის მიიჩნევს, რომ ახალქალაქში უკვე ქირაობენ SMM სპეციალისტებს, ესმით, რომ ეს აუცილებელია, რადგან ადამიანებს არ აქვთ დრო, რომ დამოუკიდებლად მართონ სოციალური ქსელები.
„ამჟამად ორი პროექტი მაქვს ახალქალაქში, ორივე სრულ მართვაზეა და მათ ძალიან მოსწონთ, გაიზარდა გაგება, გრძნობენ, რომ პროგრესი არის. SMM არ არის მხოლოდ ყიდვა, გადაღება, გამოქვეყნება, საჭიროა ექაუნთის, კლიენტების, კონკურენტების აუდიტი”.
მისი თქმით, ახალქალაქში SMM-სპეციალისტად მუშაობა უფრო რთულია, ვიდრე სხვაგან, რადგან ადამიანებს ჯერ არ ესმით, რას მოიცავს SMM წინსვლა, ყველაფერი ახსნას საჭიროებს. ის აღნიშნავს, რომ ბიზნესი, რომელიც შემოსავალს გამოიმუშავებს, ყველაზე ხშირად სპეციალისტების დახმარებას მიმართავს.
“რატომ SMM? იმიტომ რომ მოთხოვნადია, ნებისმიერ ბიზნესს სჭირდება მენეჯერი, რომელსაც ესმის ყველაფერი, თუ სწორად როგორ მოახდინოს სოციალური ქსელების პოპულარიზაცია. ახლა ტექნოლოგიების სამყაროში და ვირტუალურ სივრცეში ყველა იპოვის თავის ადგილს.”
ტანსაცმლის მაღაზიის Viktoriashop-ის შემქმნელი გოჰარ ჯინისიანი თვლის, რომ ბიზნესისთვის ხარისხიანი და გაყიდვადი კონტენტის შექმნა ყოველთვის მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, ახალქალაქია თუ სხვა ქალაქი.
„სოციალური ქსელების წყალობით ჩვენ დიდ გაყიდვებს ვაკეთებთ, ახალქალაქი პატარა ქალაქია, მაგრამ აქ ხალხის 85-90% სოციალურ ქსელებში არის. თუ ადამიანი სოფელში ცხოვრობს და მისთვის მოუხერხებელია მაღაზიაში ყოველ ჯერზე მოსვლა, მას შეუძლია ნივთების ინტერნეტში ნახვა და შეკვეთა,” – კომენტარს აკეთებს ის.
როდესაც გოჰარმა ახალქალაქი დიდი ხნით დატოვა, მას დროებით სპეციალისტის აყვანა მოუწია, რომელიც მათ Instagram-ექაუნთთან მუშაობაში დაეხმარებოდა, მაგრამ დანარჩენ დროს ამას თავად ახერხებს.
„4 თვე არ ვიყავი აქ, კი, სპეციალისტი ავიყვანეთ, რამდენჯერმე მოგვიმზადა კონტენტი. რა თქმა უნდა, როცა არ ვიყავით და კონტენტი ნაკლები იყო, გაყიდვები შედარებით დაეცა“, – ამბობს ის.