ამინდის ცუდი პირობების გამო ახალქალაქის რიგ სოფელში ელექტროენერგია გაითიშა.
გუშინ ქარბუქის გამო რამდენიმე ელექტროგადამცემი ხაზი დაზიანდა, არის სოფლები, რომლებსაც 5 საათზე მეტი ელექტროენერგია არ ჰქონდათ.
ამ დროისთვის (25 დეკემბერი, 12:00) ელექტროენერგიის გარეშე არის სოფელ ხულგუმოს ერთი კვარტალი, ასევე ამ ხაზის რამდენიმე სოფელი – კორხი, ორჯა და სხვები.
როგორც Jnews-თან საუბარში Energo Pro Georgia-ს PR- მენეჯერმა აღნიშნა, მოხდა ავარია, რის გამოც ამ სოფლებს ელექტროენერგია არ მიეწოდებათ.
„ავარიის გამო დენი გაითიშა, ყველაფერი მზადა არის, დაახლოებით ნახევარ საათში დენი აღდგება”.
აღსანიშნავია, რომ ქალაქთან ყველაზე ახლოს მდებარე სოფელ ხულგუმოს ქვედა (სამხრეთ) ნაწილის მოსახლეობა ელექტროენერგიის მუდმივ გათიშვას უჩივის. მათივე თქმით, პრობლემა 10 წელია არსებობს.