უამინდობის, ძლიერი თოვლისა და ქარბუქის გამო, რომელიც 24 დეკემბერს მოხდა, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მნიშვნელობის ბევრი გზა დაკეტილი ან რთულად გასავლელია. Jnews-მა 25 დეკემბერს, 11:00 საათზე ჯავახეთსა და რეგიონის ფარგლებს გარეთ გზებზე არსებული ვითარება მიმოიხილა.

როგორც უკვე გაცნობეთ, სომხეთში სამგზავრო მანქანების საბაჟო გაშვება დაიწყო, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა კვლავ აკრძალულია.

მოძრაობა ასევე აღდგენილია ხაშური-ახალციხე-ვალეს საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე. ხაშური-აწყურის მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და დიდი ავტობუსების მოძრაობა შეზღუდული იყო.

ახალქალაქი-კარწახის საერთაშორისო გზაზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი ტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

რთული ამინდის პირობების გამო (ქარბუქი და არასაკმარისი ხილვადობა) შიდა საავტომობილო გზის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდა 94-დან 110 კმ-მდე (ფარავნის უღელტეხილზე) ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.