2024 წელს SJGC გეგმავს არაერთი პროექტის განხორციელებას ახალქალაქის მუნიციპალიტეტში – სოფლების გაზიფიცირებიდან გაზის მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებამდე.

გაზგამანაწილებელი კომპანია SJGC-ის დირექტორმა ვრეჟ ბერიკიანმა კომპანიის საქმიანობაზე, მზა პროექტებზე, დასრულებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

დასაწყისისთვის შევეცადოთ გავარკვიოთ, თუ რა ეტაპზეა ახალქალაქის რაიონის სოფელ თახჩასა და ბუზავეთის გაზიფიცირების პროექტები.

„თახჩის გაზიფიცირებისთვის ნებართვის მისაღებად მერიაში განცხადების შეტანა იყო საჭირო, უკვე დავასრულეთ მაგისტრალურ გაზსადენზე სამუშაოები და ნებართვის მიღების შემდეგ სახლების გაზიფიცირებას დავიწყებთ. რაც შეეხება ბუზავეთის გაზიფიცირებას, ის ჯერ კიდევ წინასწარ სტადიაზეა, წინასწარ გაანგარიშებას გავაკეთებთ, დაახლოებით 30-35 სახლია, თუ რამდენი დაჯდება უნდა გადავწყვიტოთ და ის,თუ რა სისტემით უნდა გავაკეთოთ“, – თქვა ბერიკიანმა.

კარწახში, სულდაში, დადეშსა და ამ ხაზზე მდებარე სოფლების ბუნებრივი აირის გაყვანის პროექტი ჯერ არ არსებობს, მაგრამ არის იდეა განხორციელდეს კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ამ სოფლების ბუნებრივი აირით მიწოდებას შეუწყობს ხელს.

„ჩვენ გვაქვს თოთხამი-ხულგუმოს ერთი ხაზი, საიდანაც კომერციული ტერიტორიებისკენ ხაზის გაყვანა და დილისკას ხაზთან დაკავშირება გვინდა, რათა გავამარტივოთ ხულგუმოს გაზსადენს. პროექტი და ნებართვა უკვე არსებობს, მაგრამ დაფინანსებასთან დაკავშირებული პრობლემები იყო, რადგან წელს განვახორციელეთ ორი მსხვილი პროექტი: ეშტია-სათხა და თახჩის პროექტი, ამიტომ ვერ დავაფინანსეთ და მერიას განხორციელების ვადის გახანგრძლივება ვთხოვეთ.
გვაქვს პროექტი, რომლის განხორციელებაც წინასწარ გაანგარიშების ეტაპზეა, ხულგუმოს გაზსადენიდან ცალკე გაზსადენით დილისკას გავლით ვაჩიანის გზამდე უნდა მივიდეს და ჩამდურაში არ შესული, რკინიგზის სადგური უნდა გადაკვეთოს. ამ პროექტით ვაჩიანის მონაკვეთზე 200 დიამეტრის ხაზის გაყვანას ვგეგმავთ და ამის შემდეგ გვექნება პროექტი კარწახამდე, რომ მერე გაზის პრობლემა არ შეგვექმნას, ახლავე უნდა მოვაგვაროთ, ხოლო დანარჩენს კი 150 დიამეტრის ხაზით ავაშენებთ, ანუ მომავალში თუ გვექნება კარწახი-სულდა-დადეშის პროექტი, ვაჩიანისკენ მიმავალი გზის ნაწილიდან უკვე ავაშენებთ“, – დაამატა ბერიკიანმა.

გასულ წელს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში გაზი არ იყო საკმარისი, როგორც გაზგამანაწილებელი SJGC კომპანიის დირექტორმა ბერიკიანმა აღნიშნა, ეს საკითხი უკვე მოგვარებულია.

ფოკაში, პატარა ხანჩალში, დილიფში, კათნატუსა და ყულალისში გაზი არ იყო საკმარისი. ყულალისსა და დილიფში შიდა ხაზები უკვე მოდიფიცირებულია, არანაირი პრობლემა არ არის, გაზი საკმარისია. ასევე უნდა გავაგრძელოთ ეშტია-სათხას ხაზი სათხა-ნინოწმინდამდე, რათა ნინოწმინდაში გაზის პრობლემა არ შეგვექმნას და საკითხი მთლიანად მოვაგვაროთ. ასევე, ზემოაღნიშნული რკინიგზისკენ მიმავალი ხაზი მიზნად ისახავს ნინოწმინდაში გაზის მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებას. თუ ამ ორ პროექტს განვახორციელებთ, ნინოწმინდაში გაზის პრობლემას მთლიანად მოვაგვარებთ. თუმცა, სანამ ამ პროექტებს არ განვახორციელებთ, ამ ყველაფერზე საუბარი ნაადრევია“.

SJGC გაზგამანაწილებელ კომპანიას ასევე აქვს ორივე სამსარას პროექტი, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო ამ მიმართულებით მუშაობა ჯერ არ მიმდინარეობს.

ბერიკიანი აღნიშნავს, რომ ბევრი პროექტი აქვთ, ყველა საკმაოდ მასშტაბური და მნიშვნელოვანი, მაგრამ ყველა დაკავშირებულია ფინანსებთან, რაც ამჟამად არ აქვთ.

გაზგამანაწილებელ კომპანიას ამჟამად ორ მუნიციპალიტეტში 18 243 აბონენტი ჰყავს. თუ ისინი ზემოხსენებულ გეგმებს და ყველა პროექტს განახორციელებენ, შეძლებენ აბონენტების რაოდენობის გაზრდას.

”პოტენციურად, ჩვენ შეიძლება გვყავდეს კიდევ 2000-2500 აბონენტი”, – თქვა ვრეჟ ბერიკიანმა, SJGC გაზგამანაწილებელი კომპანიის დირექტორმა.