საახალწლო დღესასწაულებზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა გაჭირვებულებს ფულადი და მატერიალური დახმარება გაუწია.
მუნიციპალიტეტმა 200 ლარის ოდენობის ფულადი დახმარება ლტოლვილებს გაუწია, 250 ლარი გადაეცა მუნიციპალიტეტის თითოეულ მრავალშვილიან ოჯახს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების 74 ოჯახს.
მუნიციპალიტეტმა არც ვეტერანები დატოვა უყურადღებოდ. 500 ლარობით თანხა გადასცეს დიდი სამამულო ომის ექვს ვეტერანს. იგივე ოდენობის თანხა გადაეცათ მუნიციპალიტეტის 100 წელს გადაცილებულ მოხუც ადამიანებს, ისინი ახალქალაქის მუნიციპლიტეტში 11 არიან.
5 ობოლ ბავშვს მუნიციპალიტეტის მხრიდან 1000 ლარი გადაეცა თითოეულს.
მუნიციპალიტეტმა 1023 ლარის მატერიალური დახმარება (ხილი, შამპანური, კანფეტები) გაუწია: დიდი სამამულო ომის ექვს ვეტერანს, 11 მრავალშვილიან ოჯახს, 3 ობლის ოჯახს და 100 წელს გადაცილებულ 11 მოხუც ადამიანს.
80 გაჭირვებულ ოჯახს გაუწიეს მატერიალური დახმარება 25კგ ფქვილით, 1,6კგ ბრინჯითა და წიწიბურათი, 5კგ შაქრით, 2კგ ტკბილეულით, 3ლ მცენარეული ზეთით და 1 ბოთლი ღვინით. მთლიანობაში 7268 ლარის პროდუქტი იყო შეძენილი.