როცა სოფლებში ინტერესი არ არის, განვითარებისთვის არაფერია, ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც შავ-თეთრი რეალობის შეცვლას ცდილობებ. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარავანში მასწავლებელმა მანუშაკ მკრტჩიანმა ბიბლიოთეკის ძველი შენობა მოიწესრიგა და იქ ბავშვებს უფასოდ ქართულ ენას ასწავლის.

2010 წლამდე სოფელ ფარავანამდე მისვლა ძალიან რთული იყო, გზა არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ სოფელში გზა დაგებულია, სხვა სოციალური პრობლემები ჯერ არ მოგვარებულა. სახელმწიფო ენის არცოდნის და შემდგომ ქართულ საზოგადოებაში დეზინტეგრაციის პრობლემა კვლავ აქტუალურია.

Дизайн без названия - 1

სანამ მანუშაკი სამ ცვლაში ასწავლიდა სკოლაში, მისმა უფროსმა ქალიშვილმა, მე-8 კლასელმა შუშანიკმა მიგვიყვანა იმ ადგილას, სადაც მანუშაკი თითქმის მთელ თავისუფალ დროს ატარებს. აქტიურ მუშაობაში მას მთელი ოჯახი ეხმარება, ქმრიდან, დედამთილიდან დაწყებული, შვილებით დამთავრებული. სანამ მანუშაკს ველოდებოდით, უკვე ზრდასრულმა შუშანიკმა გვითხრა, რას აკეთებდა დედამისი და რისთვის.

“როდესაც დედაჩემმა დაიწყო მეცადინეობები, მე არ მინდოდა, რომ ეს გაეკეთებინა. მე ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი უაზრო იყო. ბავშვები არ მოიდომებდნენ. მაგრამ იყო შთაგონება, ეს ნელ-ნელა მომეწონა. ხოლო როდესაც მე და დედამ დავიწყეთ სხვადასხვა ადგილას სიარული, სხვადასხვა ხალხის გაცნობა და ჩემმა წრემ დაიწყო ზრდა, იმ მომენტიდან უფრო მეტად დავინტერესდი დედაჩემის საქმით“, – ამბობს შუშანიკი ყოფილი ბიბლიოთეკისკენ მიმავალ გზაზე.

Дизайн без названия - 1

ადგილი, სადაც მანუშაკ მკრტჩიანი ქართული ენის გაკვეთილებს ატარებს, არის ყოფილი ბიბლიოთეკის დანგრეული შენობა, ხის 2 ოთახიანი სახლი. ერთში მაგიდა და სკამები დგას, ოთახი ქაღალდის დროშებით არის მორთული, კედელზე ბავშვების ნამუშევრები და მათთვის ნაჩუქარი წიგნებია. მეორე ოთახში არის უზარმაზარი ტრაქტორის ბორბალი დაფარული საბნებით, ძველი მაგიდებითა და ძველი სკამებით. პატარა ფანჯარა ანათებს ნაცრისფერ ოთახს, იატაკის ქვემოდან ნიავი უბერავს. მანუშაკის ქმარმა კარენმა ფეჩი დაანთო, რადგან ოთახის გათბობის სხვა გზა არ არის, სოფელში გაზი არ არის გაყვანილი.

მანუშაკმა მეცადინეობა საკუთარ სახლში დაიწყო, მაგრამ როცა 20-ზე მეტი ადამიანი იყო დაინტერესებული, იძულებული გახდა სხვა ადგილი ეპოვა. ასეთი ადგილი ბიბლიოთეკის შენობა აღმოჩნდა, რომელიც 30 წელი გამოუყენებელი იყო.

„თავიდან აქ ბიბლიოთეკა იყო, მაგრამ საშინელ მდგომარეობაში იყო. ჩვენ,როგორც მოხალისეებმა დავასუფთავეთ და ცოტა მოვაპირკეთეთ. მერე აქ დავიწყეთ შეკრება. ჩვენ ისეთ ადგილას ვცხოვრობთ, სადაც ბევრი ტურისტი მოდის და როცა ვიწყებთ რუსულად ლაპარაკს, არ გვპასუხობენ. გარკვეულწილად, ჩვენ გვესმის მათი, რადგან ჩვენ, ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, არ ვიცით მისი ოფიციალური ენა. ჩვენ ყველანი აქ სომეხები ვართ და არ არსებობდა ისეთი ადამიანი, ვისთანაც ქართულის სწავლის მიზნით ლაპარაკი შესაძლებელი იყოს. ამიტომ დედაჩემმა გადაწყვიტა ბავშვებისთვის ესწავლებინა“, – ყვება შუშანიკ მკრტჩიანი.

შევაგროვეთ მინიმალური ავეჯი, სოფლის მოსახლეობამ მოგვცა და ჩვენი სახლიდან ჩამოვიტანეთ და კეთილმოვაწყეთ.

Дизайн без названия - 1

მანუშაკ მკრტჩიანი „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2023“-ზე წარდგენილ საუკეთესო მასწავლებლების ათეულში მოხვდა. ვინც მასთან ერთად მოხვდა საუკეთესო მასწავლებლების ათეულში, არც კი იცოდა სოფელ ფარავნის შესახებ. მას შემდეგ ხშირად დაიწყეს ქართულ ენაზე წიგნების, ან საკანცელარიო ნივთების გაგზავნა. მაგრამ „საგანმანათლებლო ცენტრის“ (როგორც ბავშვები ყოფილ ბიბლიოთეკას უწოდებენ) მოწესრიგებას ან ახალი შენობის აშენებას სერიოზული დახმარება ჯერ არ არის.

„ნორმალური საგანმანათლებლო ცენტრები არ არის ისეთ დიდ სოფელშიც, როგორიცაა მეზობელი ფოკა. ჩვენ სოფელში ცენტრის არსებობაზე ვერც ვიოცნებებთ, ნორმალური სკოლაც კი არ გვაქვს და ცენტრს ხო არ ააშენებენ? ეს სასაცილოც არის“, – ყვება შუშანიკი.

Дизайн без названия - 1

შუშანიკი ყვება, რომ ახალგაზრდული ცენტრის შესახებ მედიიდან იგებენ, რომლებიც აქ მანუშაკზე მოსაყოლად მოდიან და ყველას მოაქვს თან რაღაცები დახმარების სახით: „ალბათ არაფერი გამოგვივიდოდა, ხალხი რომ არ დაგვხმარებოდა“, – ამბობს შუშანიკი.

მანუშაკმა, პედაგოგიური განათლების გარეშე, შეუპოვრობისა და შრომისმოყვარეობის წყალობით, უფროსი მასწავლებლის სტატუსს მიაღწია.

„ქართული ენა ვიცოდი, დირექტორმა მუშაობის საშუალება მომცა. მუშაობისას გამოცდილება შევიძინე და მეგობრების, ქართველი ეროვნების პედაგოგების დახმარებით უფრო აქტიურად დავიწყე სწავლა და ამავდროულად ჩავაბარე გამოცდები და უფროსი მასწავლებელი გავხდი. ის, რომ უმაღლესი განათლება არ მქონდა, ჩემთვის პრობლემა არ ყოფილა, უბრალოდ მქონდა შესაძლებლობა“, – ყვება მანუშაკი.

Дизайн без названия - 1

კითხვაზე, რატომ გადაწყვიტა აქტიურობა, მან გაიღიმა და თქვა.

„რატომ ვარ აქტიური? იმიტომ რომ ბავშვობიდან მიყვარდა ქართული ენა. ეს ენა თვითონ ვისწავლე. ამ ხნის განმავლობაში ბევრი სირთულე მქონდა, ბევრი პრობლემა. მაშინ ინტერნეტის შესაძლებლობაც არ გვქონდა. რთული გზა გავიარე, ამიტომ მინდოდა ჩემს მოსწავლეებთან ახლოს ვყოფილიყავი, რადგან ეს მტკივნეული თემაა, რომ ჩვენს სოფელში ქართულად კარგად არ ლაპარაკობენ. ვცდილობ ჩვენს სოფელს სიცოცხლე მივცე, რადგან სოფელი კვდება .მინდა სოფელს ფერები შევმატო. ჩემი თვალით ჩემი სოფელი შავ-თეთრია. მინდა გავხადო ფერადი. ამას მინდა მივაღწიო ჩემი მოსწავლეების და მშობლების დახმარებით, ყველა ჩემ გვერდით არის”, – ამბობს მანუშაკი.

მანუშაკი დარწმუნებულია, რომ ყველაფერი შეიცვლება, თუ სოფელში გაზი იქნება გაყვანილი, თუ ადგილობრივი ხელისუფლება სოფელს ყურადღებას მიაქცევს, თუ იქნება სკოლა და გზები და სხვა ელემენტარული საცხოვრებელი პირობები. ფერწერული პეიზაჟების მიუხედავად, აქ ცხოვრება რთულია, მოსახლეობის ემიგრაცია ძლიერია. ამის მიზეზი ნაწილობრივ არის ის პირობები, რომელშიც ადგილობრივები ცხოვრობენ. მეზობელი ასფარა უკვე ცარიელია, თუ პირობები არ გაუმჯობესდება, ამ ადგილსაც იგივე ბედი ეწევა, როგორც ადგილობრივები და თავად მანუშაკი თვლიან.