სამხედრო სამსახურის წესებში ცვლილებები შევიდა. თუ ადრე სამხედრო სამსახურში გაწვევას დაქვემდებარებული მოქალაქეები 2000 ლარის გადახდით 18 თვით გადავადებას იღებდნენ, ახლა ვადა 12 თვემდე შემცირდა. საშემოდგომო გაწვევის მიხედვით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან სამხედრო სამსახურში 43 გაწვეული წავიდა, გადავადებით ისარგებლა 17-მა.
თუ ადრე სამხედრო სამსახურში გაწვეული ახალგაზრდა იღებდა გაწვევას, მაშინ კანონის მიხედვით მას 2000 ლარის გადახდით 18 თვით გადავადება შეეძლო, ახლა კი იმავე თანხას 12 თვის განმავლობაში გადაიხდის.
„ზუსტად ვერ ვიტყვი, რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ, ჩვენთვის ჯერ არაფერი გადმოუციათ. ერთადერთი ცვლილება, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ გადავადების უფლების მოქმედების ვადა 18-დან 12 თვემდე შემცირდა“, – თქვა ახალქალაქის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსმა ჟირაირ ზანდარიანმა.
ხაზს ვუსვამთ, რომ საშემოდგომო გაწვევის დროს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 60-მა ადამიანმა მიიღო გაწვევა, საიდანაც 43 ჯარში გაიწვიეს, 17-მა კი ერთი წლით გადავადების უფლება მიიღო.
აღსანიშნავია ისიც, რომ ახალქალაქის სამხედრო კომისარიატი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზეა გადაყვანილი.
თუ აქამდე ახალქალაქის სამხედრო კომისარიატისთვის გამოყოფილი თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან ადგილობრივ ბიუჯეტში ირიცხებოდა, რომელიც სამხედრო გაწვევას ხარჯებისა და თვეების მიხედვით აფინანსებდა, ახლა, 2024 წლიდან, ახალქალაქის სამხედრო კომისარიატის ბიუჯეტის ხარჯები უშუალოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელდება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წელს ახალქალაქის სამხედრო კომისარიატში გადარიცხულმა თანხამ 193 600 ათასი ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს თავდაცვისა და სამხედრო სამსახური ყველა ქმედუნარიანი მოქალაქის პასუხისმგებლობაა. სავალდებულო სამხედრო სამსახურს 18-დან 27 წლამდე პირი ექვემდებარება, რომელიც რეგისტრირებულია სამხედრო სავალდებულო სამსახურში და არ გააჩნია სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან გათავისუფლების ან სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების საფუძველი. მოქალაქეებს სამხედრო სამსახურში იწვევენ, როგორც წესი, წელიწადში ორჯერ: გაზაფხულზე და შემოდგომაზე.