ვენდოთ თუ არა კომენტარებსა და ლაიქებს, რომლებსაც ინტერნეტში ვხედავთ? “ყალბი პოპულარობა” დღეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ეს მიიღწევა იმის გამო, რომ მომხმარებელი თავს გვერდზე ფასიან კომენტარებს და ლაიქებს იზიდავს, რითაც ხელოვნურად ზრდის მის აქტივობას. რამდენად საშიშია ეს და რამდენად არის მოტყუება – წაიკითხეთ Jnews-ის მასალა.
როგორც ინფორმაციული უსაფრთხოების ექსპერტი და Cyber HUB-ის თანადამფუძნებელი სამველ მარტიროსიანი აღნიშნავს, ყალბი ლაოქებისა და კომენტარების პრაქტიკა ახალი არ არის და ათწლეულების განმავლობაში აქტიურად გამოიყენება როგორც ბიზნესში, ასევე პოლიტიკაში.
„თუ ავიღებთ ბიზნესს, რადგან პოლიტიკური ფეიკები სხვა ისტორიაა, აქ მყიდველების ფსიქოლოგია მუშაობს. თუ ადამიანი ხედავს, რომ რომელიმე ბიზნეს გვერდი პოპულარულია მოწონებებისა და კომენტარების მხრივ, მას უფრო ენდობა. შესაბამისად, ბიზნესიც ცდილობს მეტი აქტიურობა ჰქონდეს, მაგრამ ყველას არ შეუძლია ამის გაკეთება ორგანულად და ამიტომ ცდილობენ იყიდონ ლაიქები და კომენტარები, მით უმეტეს, რომ ბაზარზე მიწოდება არის“, – აღნიშნავს ექსპერტი.
ბიზნეს-გვერდების გარდა, ზოგიერთი გავლენიანი ბლოგერიც ცდილობს „ყალბი პოპულარობის“ მოპოვებას. ისინი იძენენ ფოლოვერებს და ხელს უწყობენ თავიანთ გვერდს, რათა შემდგომში გაყიდონ რეკლამა. როცა პოპულარობას დამოუკიდებლად ვერ მოიპოვებენ, მას ყიდულობენ.
“ინსტაგრამზე მაქვს საკუთარი ბიზნესი, საკუთარი ბრენდი. დიდი ხანია ვმუშაობ, მყავს ჩემი პატარა აუდიტორია, მყიდველები. მიუხედავად ამისა, მაინც მინდა გვერდის პოპულარიზაცია, მაგრამ დამოუკიდებლად არ გამოდის, უფრო სწორად, ძალიან რთულია. ხანდახან ვფიქრობ ამ სერვისით სარგებლობაზე [ფასიანი კომენტარები], მით უმეტეს, რომ ისინი მაქსიმალურად ნამდვილი არიან, გწერენ რას ფიქრობენ შენზე, მაგრამ ჯერ კიდევ არ შემიძლია ამ ნაბიჯის გადადგმა, ვიცი, რომ ჩემი პროდუქცია მაღალი ხარისხისაა, მომხმარებლები ყოველთვის კმაყოფილნი იყვნენ, მაგრამ მაინც შინაგანი რაღაც მაჩერებს – ბოლოს და ბოლოს, ეს არ არის სამართლიანი“, – Jnews-თან საუბარში გაგვიზიარა მეწარმემ, რომელიც აქტიურად მართავს Instagram-გვერდს.
თავად ფასიანი კომენტარების სფეროს თანამშრომლებმა Jnews-ს აცნობეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, რაც მათ ეძლევათ – იყვნენ მაქსიმალურად რეალისტურები.
„ჩემი კომენტარები საკმაოდ რეალისტურია, რადგან ისინი შეესაბამება პოსტის თემას და ჩვენთვის დაკისრებულ დავალებას _ დავწეროთ როგორც რეალური ადამიანი და არა როგორც ბოტი“, – ყვება ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, – ზოგჯერ კლიენტი რამდენიმე უარყოფით კომენტარს ითხოვს, რათა ჩანდეს თემის რეალური განხილვა.”
კიდევ ერთმა თანამშრომელმა Jnews-თან საუბარში თქვა, რომ თუ პროდუქტი არ მოსწონს, შეუძლია ამის შესახებ მშვიდად წერს კომენტარებში.
“…მაგალითად: “ეს არ არის ჩემი სტილი, მაგრამ მაინც ძალიან ლამაზია.”
ინფორმაციული უსაფრთხოების ექსპერტი სამველ მარტიროსიანი დარწმუნებულია, რომ კომენტარების რეალისტურობის მიუხედავად, მოტყუება რჩება მოტყუებად.
„ეს არა მხოლოდ ბანალური მოტყუებაა, არამედ ის ფაქტიც, რომ სხვადასხვა ცარიელი თუ ცუდი ბიზნესი, დადებითი გამოხმაურებების გამოვლენის გზით, ცდილობს მოატყუოს ადამიანები, რომლებიც მათ გვერდზე პირველად შემოდიან და ეს მუშაობს არა მხოლოდ სოციალურ ქსელებში, ის ასევე არსებობს სავაჭრო პლატფორმებზე, როგორიცაა Amazon-ი, E-bay-ი,” – კომენტარს აკეთებს ის.
„დღეს ადამიანი ვერ იქნება 100%-ით დარწმუნებული, რომ ის, რასაც ინტერნეტში ხედავს, რეალურია. გამოდის,რომ ხდება მასიური მოტყუება“, – ასკვნის ექსპერტი.