გუშინ, 2 ნოემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოსპიოში ხანძარი გაჩნდა. როგორც გაირკვა, იწვოდა ერთ-ერთი სოფლის მცხოვრებლის თივა, რომელიც მას ზამთრისთვის ჰქონდა შენახული – 450 ტუკი.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. სახლის მეპატრონემ Jnews-თან საუბარში უპასუხა, რომ არ იცის, როგორ გაჩნდა ხანძარი. მეზობლები აღნიშნავენ, რომ ხანძარი დაინახეს და გამოიძახეს მეხანძრეები, რომლებიც სასწრაფოდ მივიდნენ და ხანძრის გავრცელება დროულად აღკვეთეს.

შემთხვევის ადგილზე მეხანძრები და პოლიცია იყო მობილიზებული.