მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირს უწყდება მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსი, თუ ის…:
• დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, სტატუსი წყდება მოქალაქეობის დაკარგვის დღიდან.
• პირი ზედიზედ 3 თვეზე მეტ ხანს არ ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში. ფიზიკური პირი ვალდებულია ამის შესახებ 20 დღის ვადაში აცნობოს მუნიციპალიტეტს ან მერიას (გარდა მკურნალობის, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის, სამხედრო სავალდებულო სამსახურის ან თავისუფლების აღკვეთის შემთხვევებისა). თუ მოქალაქემ მუნიციპალიტეტს ეს გარემოება არ შეატყობინა, მონიტორინგის შედეგების საფუძველზე სტატუსი შეუწყდება/შეჩერდება.
• სარეგისტრაციო მისამართი შეიცვალა მისამართის რეგისტრაციის დღიდან (გარდა აღნიშნული პირის სხვა მაღალმთიან რაიონში რეგისტრაციის შემთხვევისა).
• საქართველოს მთავრობამ მაღალმთიანი დასახლებების სიიდან გამორიცხა ის დასახლება, სადაც მოქალაქე ცხოვრობს.
• გარდაცვალების შემთხვევაში.
თუკი მაღალმთიან რაიონში მუდმივად მცხოვრები სხვა მაღალმთიან მუნიციპალიტეტში გადადის, შეუწყდება თუ არა სტატუსი, და ახალი სტატუსის მისაღებად უნდა მიმართოს თუ არა მუნიციპალიტეტს?
თუ ფიზიკური პირი შეცვლის რეგისტრირებულ მისამართს და დარეგისტრირდება სხვა მთიან დასახლებულ პუნქტში, ეს არ გამოიწვევს პირის სტატუსის შეწყვეტას.
6 თვემდე ვადით საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში, მოქალაქემ ამის შესახებ მუნიციპალიტეტს უნდა აცნობოს, რათა შეიცვალოს მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მონაცემები. აუცილებელია მთიან რაიონში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრში მისი რეალური საცხოვრებელი ადგილის შესახებ მონაცემების შეცვლა, რათა მონიტორინგის დროს მისი არყოფნის ფაქტმა არ გამოიწვიოს სტატუსის შეწყვეტა.
თუ მოქალაქე აპირებს საცხოვრებელი ადგილის შეცვლას 6 თვეზე მეტი ვადით, უნდა დარეგისტრირდეს ახალ საცხოვრებელ ადგილას.
სტატუსის შეწყვეტა მოქალაქეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სტატუსის ხელახლა მოპოვების უფლებას არ ართმევს.
სტატუსის აღსადგენად მოქალაქემ უნდა მიმართოს მუნიციპალიტეტს, მერიას.