ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6719 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6783 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0064 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8215 ლარია. მაშინ, როცა გუშინდელი კურსი 2.8170 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0045 ლარი შეადგინა.

რუბლის ღირებულება შეადგინა 2,6621 ლარი, რაც 0,0173 ლარით მცირეა გუშინდელ კურსთან შედარებაში.