3 ოქტომბერს, ჯავახეთში სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებისა და ორგანიზაციების სამდღიანი Bus Tour-ი დასრულდა.

“USAID სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის” ფარგლებშო ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ისევე, როგორც მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში Bus Tour-ი გაიმართა. პროგრამას ჯავახეთს არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები ეწვივნენ, მათ შორის ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებშო, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ეროვნული უმცირესობები.

ახალქალაქის ტური სოფელ კარტიკამში, ვაჩიანში და ხულგუმოში 2-3 ოქტომბწრს გაიმართა. Bus Tour-ის მონაწილეები ინტერესდებოდნენ პრობლემებით, რომლებსაც სოფლის ჩვეულებრივი მოსაცლეობა, მათ შორის ახალგაზრდობა, აწყდება. მაგალითად სოფელ კარტიკამში მოსახლეობამ ჩამოთვალა ისეთი აქტუალური პრობლემები, როგორიცაა კარტოფილის რეალიზაცია და ფასი, ტრასნპორტის არარსებობა, სახნავი მიწების ნაკლებობა, საბავშვო ბაღის არარსებობა, საზღვარგარეთ სამუშაო (ხოფანი) და მრავალი სხვა.

Bus Tour-ის მონაწილეების ახალქალაქის ახალგაზრდულ ცენტრში სკოლის მოსწავლეებს და ახალგაზრდებსაც შეხვდნენ. ისაუბრეს და განიხილეს ძალადობა და ბულინგი სკოლებში და ოჯახებში. ასევე, რისი ნაკლებობა აქვთ მოსწავლეებს სკოლაში.

Дизайн без названия - 1მსგავსი შეხვედრები გაიმართა ნინოწმინდაშიც.

“USAID სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის” ერთ-ერთი პრიორიტეტია საქართველოს ყველაზე დაშორებულ და დაუცვლელ დასახლებულ პუნქტებში მოთხოვნილებების იდენტიფიცირება და რეაგირება. სხვა მექანიზმებთან ერთად USAID წელიწადში ორჯერ Bus Tour-ს მართავს- ერთმანეთთან აერთიანებს საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მედიას ფა სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებს და ცენტრიდან დაშორებულ სოფლებში და ქალაქებში მიჰყავს, რათა მათ, უშუალოდ ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობით შეძლონ პრობლემების გაცნობა.

ამჯერად Bus Tour-ი ჯავახეთში გაიმართა. რეგიონმა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების სიმდიდრით მიიპყრო ყურადღება.

შეხვედრები არაფორმალურ გარემოში ჩატარდა. განხილვის ძირითადი თემები იყო: განათლება, ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღებაში სამოქალაქო მონაწილეობა, მოქალაქეობის პრობლემა, სახელმწიფო სერვისებთან წვდომა, რელიგიის თავისუფლება, რეგიონის ეკონომიკური გამოწვევები, ასევე ეთნიკური უმცირესობების სამართლებრივი მდგომარეობა.