აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე ჯარიმები იზრდება. შესაბამისი ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის.
კერძოდ დროის ნებისმიერ მონაკვეთში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება:
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე ჯარიმები აქამდეც არსებობდა, პრაქტიკაში ხშირია აღნიშნული ნორმის დარღვევის ფაქტები.
კანონპროექტის ავტორების თანახმად, აღნიშნული ცხადყოფს, რომ არსებული რეგულაციის ფონზე, დამრღვევი პირები არ ერიდებიან დადგენილ ჯარიმებს. შესაბამისად, ისინი პრობლემის აღმოფხვრის ეფექტური გზად დაწესებული ჯარიმების გონივრულ რაოდენობამდე გაზრდას მიიჩნევენ, რამაც შესაძლებელია მიიღოს უფრო ეფექტური პრევენციული ხასიათი.
„ცხადია, რომ სამართალდამრღვევთათვის, კანონით დაწესებული ჯარიმები არ არის სამართალდარღვევების ჩადენის შემაკავებელი ფაქტორი. ეს შესაძლებელია გამოწვეული იყოს თავად სამართალდამრღვევის ხასიათზე, ან ამ ქმედებისათვის დადგენილი სანქციების ზომებზე. ზემოაღნიშნულ პრობლემაზე ნათლად მიუთითებს არსებული სტატისტიკაც.
მაგალითად ქალაქ თბილისისმუნიციპალიტეტის მასშტაბით, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებით შედგენილი სამართალდარღვევის
ოქმების რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად მზარდია. 2021 წლის მონაცემებით შედგა 148 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, 2022 წელს ეს რაოდენობა 253-მდე გაიზარდა, რაც შეეხება მიმდინარე, 2023 წლის მონაცემებს, მხოლოდ იანვარი-ივლისის თვის ჩათვლით, შედგენილია 344 სამართალდარღვევის ოქმი“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.