შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროსთან ერთად ახორციელებს პროგრამის „1+4“ სტუდენტებისთვის სტაჟირებას.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია 17 ოქტომბრამდე უნდა გაიარონ.
სტაჟირების პროგრამის მიზანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს გააცნოს სახელმწიფო უწყებებში მუშაობის სპეციფიკა, განავითაროს მათი პროფესიული უნარ-ჩვევები და, შედეგად, ხელი შეუწყოს მათ სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ კონკურსში მონაწილეობა მიიღონ სტაჟირებაში.
სპეციალურად შექმნილი კომისია უზრუნველყოფს მსმენელთა შერჩევას შეფასების დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით. წარმატებული კანდიდატები გაივლიან სტაჟირებას 1-დან 6 თვემდე ვადით სამთავრობო უწყებებში, ადგილობრივ თვითმმართველობებში და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში წარმოდგენილ დაწესებულებებში.
ცნობისთვის, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროგრამა ქეთევან ციხელაშვილის ინიცირებული იყო 2017 წელს, რომლის მიზანი იყო საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების დასაქმების პერსპექტივის გაუმჯობესება და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.
სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სახელმწიფო უწყებების სიის ნახვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე დაწკაპუნებით.
სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი 17 ოქტომბრამდე უნდა განაცხადონ. რეგისტრაციისთვის მიჰყევით შემდეგ ბმულს.