📣 ორგანიზაცია “წინ ახალი შესაძლებლობებისკენ” იწყებს პროექტს  “ქალთა შრომითი უფლებები”, რომელიც დაფინანსებულია “ქალთა ფონდი საქართველოში”-ს მიერ.

🎯 პროექტის მიზანია სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მცხოვრებ ეთნიკურად სომეხი ქალების და გოგონების ცნობიერების ამაღლება შრომით უფლებებზე და თემატური ადვოკატირების კამპანიის წამოწყება.

✅ პროექტის ფარგლებში შეირჩევა 14-16 მინაწილე ქალი, რომელთათვის ქალაქ ახალქალაქში ჩატარდება 2 დღიანი ტრენერთა ტრენინგი, რომლის განმავლობაში ისინი გადამზადდებიან შრომით უფლებებზე სამუშაოდ. ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან შრომით უფლებებს ადამიანის უფლებებისა და ფემინისტური პერსპექტივიდან, გაიღრმავებენ დასაქმების ადგილზე დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად საჭირო ცოდნასა და უნარებს.

📌 ტრენერთა ტრენინგის შემდეგ პროექტის ფარგლებში გადამზადებული ტრენერები შრომითი უფლებების თემაზე ჩაატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს შერჩეული 6 სოფლიდან 20-20 ქალთან და გოგონასთან.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად უნდა დარეგისტრირდეთ შემდეგ  ბმულზე.