საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 4 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვი აირის დადგენილი სტანდარტების დაუცველობის გამო 641 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ყველაზე მეტი, 303 დარღვევა თბილისში დაფიქსირდა, ქუთაისში – 149, ბათუმში – 109, რუსთავში – 80. ფიზიკურ პირებზე 508 ჯარიმა დაჯარიმდა, 133 შემთხვევაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.
„სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების დაუცველობისთვის, ფიზიკური პირისთვის პირველი ჯარიმა არის 100 ლარი, მეორე დარღვევისთვის 300 ლარი, ხოლო მესამედ დამრღვევი 600 ლარით. იურიდიული პირების შემთხვევაში ჯარიმა, შესაბამისად, 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში მისი თანხა 20%-ით მცირდება“, – ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.