ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ნატოს სახალხო დიპლომატიის სამმართველოს (NATO Public Diplomacy Programmes/Division) მიერ დაფინანსებულ „ეთნიკურ უმცირესობებში დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ბარიერების დაძლევა“ პროექტს ახორციელებს, რომელიც ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ოქტომბრის თვეში იწყება.
პროექტის მენეჯერის ანტონ ვაჭარაძის თქმით, მონაწილეობისთვის ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს, თუმცა ავტორების მიზანია ახალგაზრდებთან მეტი შეხვედრის გამართვა.
„ჩვენ ჯერ არ გამოგვიჩენია კონკრეტული აქტივობა, მაგრამ აქტივისტები და ტრენერები ონლაინ უკვე მოვამზადეთ. ჩვენ ასევე გადავიღეთ საინფორმაციო ვიდეო. ოქტომბრიდან ვაპირებთ ტრენინგების ჩატარებას რეგიონებში. იქნება შეხვედრები და დისკუსიები ადგილობრივ ახალგაზრდებთან ნატოსთან დაკავშირებული დეზინფორმაციის შესახებ და ამ ყველაფერში აქტიურად ჩაერთვება ტრენერი გოჰარ აღჯოიანი, ჩვენც, რა თქმა უნდა, ვიქნებით“, – ამბობს ანტონ ვაჭარაძე.
პროექტი დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება, რაც შეეხება შეხვედრებს, შეხვედრები რამდენიმე დღე, შესაძლოა 4 დღემდე ჩატარდეს.
პროექტი მიზანია:
– საქართველოს სოფლად მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების თემებში ნატოს საწინააღმდეგო განწყობისა და ცოდნის ნაკლებობის აღმოფხვრა;
– საზოგადოების მხრიდან მიტოვებულობის განცდის წინააღმდეგ ბრძოლა და იმ სარგებლის გაცნობა, რომელსაც საქართველო იღებს ნატოსგან;
– ეთნიკური უმცირესობების თემების მდგრადობის ხელშეწყობა დეზინფორმაციის მიმართ, ნატოს და მისი მისიის შესახებ ცნობიერების ამაღლება საქართველოში.
„გვინდა ახალგაზრდებს ვესაუბროთ იმ დეზინფორმაციაზე, რომელიც ვრცელდება, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ენობრივი ბარიერით, რადგან ისინი ინფორმაციას ძირითადად რუსული მედიიდან იღებენ და არა ქართული ან ევროპული. პროექტი მიზნად ისახავს ამ ბარიერების წინააღმდეგ ბრძოლას სემინარების, სოციალური მედიის კამპანიებისა და ადგილობრივი მედიის გამოყენებით ნატოს შესახებ სწორი ინფორმაციის გასავრცელებლად, როგორც პროექტის ფარგლებში, ასევე მის ფარგლებს გარეთ“, – დაამატა პროექტის მენეჯერმა.