საგარეჯოში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და რამდენიმე არასრულწლოვანი დაშავდა. შემთხვევა საგარეჯოს მე-3 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ მოხდა.
ადგილობრივების თქმით, სწრაფად მოძრავი „მიცუბიშის“ მარკის მანქანის მძღოლმა, რომელიც 1-ელი საჯარო სკოლის მოსწავლე მართავდა, საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ გზის ნაპირზე არსებულ ბოძს, შემდეგ კი სხვა მსუბუქ მანქანას და იქვე მყოფ ქალს შეეჯახა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავდა “მიცუბიშის“ მარკის ავტომობილში მყოფი 1-ელი საჯარო სკოლის 6 მოსწავლე, ისინი საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, დაშავებულებს მოტეხილობები აღენიშნებათ, თუმცა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.