დღეს, 9 სექტემბერს ახალქალაქში ქალაქის დღე აღნიშნეს. გურიაში წყალდიდობის ტრაგედიის შედეგად დღესასწაულმა მოკრძალებულად ჩაიარა. გაუქმებული იყო ყველა კონცერტი და სადღესასწაულო ფეიერვერკი.

ქალაქ ახალქალაქს 959 წელი შეუსრულდა. დღესასწაული 12:00 საათზე სადემონსტრაციო სამზადისით, სომხური და ქართული სამზარეულოს კერძების დეგუსტაციით დაიწყო.

gorod8

დღესასწაულთან დაკავშირებით, ახალქალაქს საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშოტ სმბატიანი ეწვია. ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებიდან,  პარლამენტის დეპუტატი სამველ მანუკიანი, ნინოწმინდიდან სუმბატ კიურეღიანი, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე და სხვა სტუმრები ახალციხიდან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებიდან.

gorod5

გურიაში მომხდარი ტრაგედიიდან გამომდინარე, დღესასწაული მოკრძალებულად აღინიშნ, მუსიკალური ნომრების გარეშე აღინიშნა.

sport

მერიის მოპირდაპირე პარკში  გაშლილი იყო სუფრები სომხური და ქართული სამზარეულოს სხვადასხვა კერძებით.

gorod7სოფლის ყველა ტერიოტორიულმა ოლქმა საკუთარი კერძებით გაშალა სუფრა და ყველა მსურველსა და სტუმარს გაუმასპინძლდა. სომხური მწვადი ადგილზე მოამზადეს.

xorovac

ცენტრალურ პარკში და მიმდებარე ქუჩაზე სხვადასხვა ატრაქციონები იყო დამონტაჟებული.gorod3

“ხას ბახჩა” პარკში ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა ექსპონატებით პატარა კუთხე გააფორმა. პარკის მასშტაბით, სხვადასხვა კუთხეში გაიმართა სპორტული შეჯიბრებები „მხიარული სტარტები“, სადაც თავიანთი უნარ-ჩვევები გამოიჩინეს კარატისტებმა, მოჭადრაკეებმა, მოკრივეებმა და სხვებმა.gorod4

ასევე გაიმართა საპნის ბუშტების ჩვენება, სხვადასხვა ფორმის თიხის ფიგურების დახატვა, რომელიც შემდგომ ბავშვებმა აიღეს.

gorod1

ასევე მოეწყო ახალგაზრდული ცენტრის ხელნაკეთი ნივთების გაყიდვის გამოფენა (დირექტორი შორენა თეთვაძე), „მომავლის სახლის“  და სომხური ახალგაზრდული ცენტრის (პასუხისმგებელი კარინე თადევოსიანი) ბავშვების ნამუშევრები, ახალქალაქის სამხატვრო სკოლის ბავშვებმა გამოფინეს თავიანთი ნამუშევრები, ასევე  ბიბლიოთეკების გაერთიანებამ გამოფინა სხვადასხვა წიგნები.

hom

karate

ბავშვებს მედოლეების გუნდი და მულტფილმის პერსონაჟები ართობდნენ.

gorod6

ახალქალაქის მოსახლეობას და ბავშვებს ძალიან მოეწონათ მოძრავი ანიმატორები. ანიმატორებთან ფოტოების გადასაღებად უფროსები და ბავშვები რიგში დგებოდნენ.

gorod10

ადგილობრივო თვითმართველობის ხელმძღვანელობის ხელმძღვანელობით სტუმრები ყველას მაგიდას უახლოვდებოდნენ, აფასებდნენ და საქებარ სიტყვებს ეუბნებოდნენ.

gorod2

gorodd