საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ აზერბაიჯანის სექტორში საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით პაკისტანის ორი მოქალაქე დააკავა.
მათ საზღვარი სასაზღვრო კონტროლის პუნქტის გვერდის ავლით გადმოკვეთეს და ლაგოდეხის სასაზღვრო რაზმმა სოფელ ცოდნისკართან დააკავა, იუწყება სასაზღვრო პოლიცია. ორივეს 4-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი ესაზღვრება აზერბაიჯანის ბელოკანის რაიონს.