2022 წელს, სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 35 და დაშავდა 330 დასაქმებული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შრომის ინსპექციის სამსახურიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს.
მათივე ცნობით, სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 35 პირიდან ყველა კაცია, ხოლო დაშავებულთაგან 69 ქალი და 261 კაცია.
„2022 წლის საანგარიშო პერიოდში სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებიდან დაფიქსირდა 3 მასობრივი უბედური შემთხვევა. დაშავებულთაგან 87 შემთხვევა კლასიფიცირდა, როგორც მძიმე უბედური შემთხვევა (ქალი 11; კაცი 76); 243 შემთხვევა კი, როგორც საშუალო სიმძიმის უბედური შემთხვევა (ქალი 58; კაცი 185)“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.