გუშინ, 29 აგვისტოს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, მერიის ადმინისტრაციული ჯარიმების შესახებ ოფიციალური ფორმა მიიღეს.

ახალქალაქის მერიაში ისეთი ზომა, როგორიცაა ადმინისტრაციული ჯარიმა, გუშინ არ გამოიყენებოდა. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ საკითხთა იურიდიული სამსახურის დეპარტამენტის უფროსის, თეიმურაზ მანველიანის თქმით, აქამდე დარღვევები მერიაში აღირიცხა და დაუყოვნებლივ იგზავნეოდა სასამართლოში. ახლა მერიას შეუძლია დამოუკიდებლად დააჯარიმოს და ჯარიმის გადაუხდელობის შემდეგ საქმე სასამართლოში გადააგზავნოს.

მერიის, წინასწარი, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები დარღვევებზე დაჯარიმებას შეძლებენ. ჯარიმები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს შეავსებს.

თეიმურაზ მანველიანის თქმით, ადმინისტრაციული ჯარიმები დაწესდება ისეთ დარღვევებზე, როგორიცაა ქუჩის ვაჭრობა, ნაგვის არასწორ ადგილას გადაყრა, ტროტუარებზე მანქანების გაჩერება, უკანონო მშენებლობა და ა.შ.