ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა და სახელმწიფო ენის ცოდნა მნიშვნელოვანი პირობაა, რომელიც განსაზღვრავს ეთნიკური უმცირესობების ჩართულობას საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ამ პროგრამებიდან ყველაზე ეფექტური მაინც „1+4“ დარჩება, რომელიც საშუალებას აძლევს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ აპლიკანტებს ჩააბარონ გამოცდა მათთვის სასურველ ენაზე.
საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრომ Jnews-ს შემდეგი სტატისტიკა მიაწოდა:
ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების ტესტების საფუძველზე საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში “1+4” პროგრამით წლების მიხედვით მიიღეს:
შეგახსენებთ, რომ „1+4“ პროგრამა 2010-2011 სასწავლო წელს დაიწყო.
ყოველწლიურად მზარდი სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს პროგრამის ეფექტურობას და აპლიკანტთა ინტერესს ამ პროგრამის მიმართ. ცნობისთვის, სტუდენტები პირველ კურსზე სწავლობენ ქართულს, შემდეგ სასწავლო წლის ბოლოს 60 კრედიტის დაგროვების შემთხვევაში (რაც კურსის წარმატებით დასრულებას ნიშნავს), სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, სწავლა განაგრძონ მათ მიერ არჩეულ ფაკულტეტზე. ნებისმიერი გამოცდის ჩაბარება.
სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროგრამაზე მსურველთა რაოდენობა თითქმის 6-ჯერ გაიზარდა.