დღეს, 27 აგვისტოს, ცნობილი აშუღ ჯივანის მშობლიურ სოფელში “ჯივანის დღე” საზეიმოდ აღნიშნეს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის მოსახლეობა ივლისის ერთ-ერთ ბოლო დღეს ტრადიციულად უთმობს დიდი სომეხი აშუღ ჯივანის პატივსაცემად, თუმცა წელს დღესასწაული სცენის გარემონტების მიზნით 27 აგვისტოს აღნიშნეს.
დღესასწაული სოფლის შუაგულში დადგმულ ჯივანის ძეგლთან ყვავილების მიტანით დაიწყო, რის შემდეგაც ზეიმის მონაწილეები აშუღ ჯივანის სახლ-მუზეუმში გაემართნენ, სადაც აშუღის ბიოგრაფიასა და კულტურულ მემკვიდრეობას გაეცნენ.
ჯივანისადმი მიძღვნილ ფესტივალზე მისი სიმღერები და მუსიკა შესრულდა. „ჯივანის დღე“ უნიკალური წარმოდგენებით დაამშვენეს ახალქალაქის კულტურის სახლის ანსამბლებმა „ჯივანიმ“ და „ჯავახკმა“, აშუღ ალიკ ჯავახკის ხელმძღვანელობით. სცენაზე სომხეთის რესპუბლიკის საზოგადოებრივი რადიოს “საიათ-ნოვას” ანსამბლი, ჯივანის სიმღერებითა და ლექსებით გამოვიდა. ისმოდა ჯივანისა და სხვა აშუღების საყვარელი სიმღერები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ახალქალაქიდან და ნინოწმინდიდან სამველ მანუკიანი, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის წარმომადგენელი, ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, ჯავახეთის მხარდაჭერის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი სამველ მკოიანი, სომხეთის პარლამენტის დეპუტატი შირაკ თოროსიანი და უამრავი სტუმარი საქართველოდან, რუსეთიდან და სომხეთიდან.
ჯივანი (ლევონიან სერობ სტეპანის ძე, 1846, სოფ. კარწახი – 1909, ტფილისი) სომეხი აშუღი, ხალხური მომღერალი. დაიბადა მიწათმოქმედის ოჯახში. რვა წლის ასაკში დაობლდა და ბიძის მფარველობის ქვეშ დარჩა. ჯივანი ადრეული ბავშვობიდან ითვისებდა ცნობილი აშუღის გარა-გაზარის (სიას) აშუღური სიმღერის ცნობილ კანონებს, ისწავლა ქამანჩასა და ვიოლინოზე დაკვრა, წერდა სიმღერებს თურქულ და სომხურ ენებზე. 1866 წელს სოფელ კარწახში ჩავიდა ახალგაზრდა აშუღ საზაინი (აღაჯანი). მასთან ერთად ჯივანი თბილისში გადავიდა. აშუღების მუსიკალური მოღვაწეობა დაიწყო და ჩამოყალიბდა თბილისში, შემდეგ კი (1868 წლიდან 1895 წლამდე) განვითარდა ალექსანდროპოლში, შემდეგ ტფილისში.
ჯივანის ნამუშევრები იმ ეპოქის სომხური რეალობის სარკეა. ჯივანი ქადაგებდა განმანათლებლობას და მეცნიერებას, სამშობლოს და ოჯახის სიყვარულს, სადღეღამისო პურის შრომით მოპოვებას, სულიერად არასდროს დაცემას, რადგან „მარცხის დღეები მოვა და წავა“. მისთვის უცხოა ეროვნული და რელიგიური განსხვავებები.
ჯივანი XIX საუკუნის სომხური რეალობის უდიდესი აშუღია: მან ახალ საფეხურზე აიყვანა აშუღური ხელოვნება, შექმნა სკოლა, რომელიც სომხურ ხელოვნებაში ეროვნული სკოლის ტიტულს ატარებს.
ჩვენამდე ჯივანის დაახლოებით 800 სიმღერამ მოაღრია, რომელთაგან დაახლოებით 500- დაბეჭდილია.