ადამიანების კრიტიკა და ყველა მხრიდან მზერა დღეს არის ადამიანისთვის ის ძირითადი ხელშემშლელი ფაქტორები, დააკავონ საყვარელი საქმით. ჩვენმა გმირმა მოახერხა ყველაფრის გვერდზე გადადება და საკუთარი ბიზნესი ნულიდან წამოიწყო, რომელიც უკვე ბევრისთვის საყვარელი ბრენდი გახდა.

არუს გულიკიანი დაიბადა წალკის რაიონის სოფელ ყიზილქილისაში, ცხოვრობს თბილისში. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტია. არუსმა განათლების პარალელურად საკუთარი ბიზნესი დაიწყო. 2019 წლიდან, საყვარელი საქმით, ხელნაკეთი ჩანთების დამზადებით და გაყიდვით არის დაკავებული.

Արուսը - 1

ჩვენი გმირი საკუთარი ბიზნესის გახსნის იდეას აკავშირებს თავის ბუნებასთან, დამოუკიდებლობისა და უფრო მეტი ავტონომიის მოპოვების სურვილთან. ყოველგვარი ფინანსური მხარდაჭერის გარეშე მან გადაწყვიტა საკუთარი ხელით მძივებისგან ლამაზი ჩანთების გაკეთება, ზამთრის ქუდები მოქსოვა და ა.შ.

Արուսըը - 1

„ბიზნესის დასაწყებად სახსრები არ მქონდა, და არავინ მიჭერდა მხარს. დამკვეთისგან წინასწარ ავიღე თანხა, გავაკეთე საჭირო შესყიდვები, შემდეგ მოვამზადე და თავად მივაწოდე“, – ყვება ის.

არუსი იხსენებს, თუ როგორ არ გამოუვიდა პირველი შეკვეთა და ძალიან გვიან მიიტანა მომხმარებლამდე, მაგრამ მომხმარებლის გაგებამ და მიდგომამ მიახვედრა, რომ სასოწარკვეთილი არ უნდა დარჩეს და ამ წარუმატებელი შეკვეთის მიუხედავად უნდა განაგრძოს.

Արուսի ծաղիկները - 1

კითხვაზე, ახერხებს თუ არა სწავლისა და ბიზნესის შეთავსებას, მან გვიპასუხა:

„გეთანხმებით, ეს ადვილი არ არის, მაგრამ ვათავსებ. ამაში დედა და და მეხმარებიან, არის შემთხვევები, როცა აუცილებელი ნივთების ყიდვის დრო არ მრჩება და ამას ჩემი და აკეთებს. იყო შემთხვევები, როცა ჩემი და ჩემს მაგივრად აწვიდიდა კიდეც“.

არუსის თქმით, მთავარი დაბრკოლება ხალხის დამოკიდებულებაა, ადამიანები არ აფასებენ შესრულებულ სამუშაოს, არ აფასებენ დახარჯულ დროს, უჩივიან მაღალ ფასებს. აღსანიშნავია, რომ არუსის მიერ წარმოებული ბრენდირებული ჩანთების ფასი 70 ლარიდან იწყება, წლების განმავლობაში მან 130-ზე მეტი ხელნაკეთი ჩანთა გაყიდა.

„მიუხედავად ყველაფრისა, მიხარია, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მხარს მიჭერენ და აფასებენ ჩემს შრომას, ხოლო ცუდი მოსაზრებები არ მიშლის ხელს, არამედ მეხმარება წინსვლაში და წარმატების მიღწევაში.

IMG_0687

IMG_0688

არუსის მიზანია მსოფლიო ბაზარზე თავისი “Hand Magic” ჩანთების ბრენდის გატანა.

“ახლა ეს არის ჩემი მიზანი, მაგრამ ჩემი ხასიათი ძალიან ცვალებადია, შეიძლება გადავიფიქრო და იმ პროფესიას მივყვე, რომელსაც უნივერსიტეტში ვსწავლობ, ან ისეთი რამით დავკავდები, რაზეც ახლა არც ვფიქრობ”, – ასკვნის არუს გულიკიანი.